წინასაპრეზიდენტო სტატია
M i r M i
გამარჯობა.
ვინაიდან თამაშს ჯერ ვერ/არ ვტოვებ და მაინც აქ ვარ გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყარო კენჭი.
ამბიცია იმის, რომ შემიძლია ქვეყანა ჭაობიდან ამოვათრიო ყოველთვის მქონდა, ამიტომ ახლაც იგივეს ვაპირებ.
ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და აქედან ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ვცდი.
აქ არ დავწერ ტრადიციულ და უკვე გადაღეჭილ ტექსტებს საგარეო დავსაშინაო პოლიტიკაზე, რადიკალური ცვლილებები გამორიცხულია, მით უფრო ასეთ სიტუაციაში, უნდა მივყვეთ დინებას და პირველივე შესაშლებლობისთანავე უნდა ვცადოთ ქვეყნის გათავისუფლება.
ეს სტატია სხვა მიზნით დავწერე.
პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ დუნედ მიდის, ჭირს აქტიური და საჭირო ხალხის მოძიება, ამავე დროს ბევრს აქვს ამბიცია იყოს ხელისუფლებაში. ამიტომ მე ასეთი რამ გადავწყვიტე..
ალბათ ყველას მოგბეზრდათ ეს თითქმის ერთიდაიგივე სახეები მთავრობაში ვეტელები და მაკმერფები 😃
მთავრობაში რამდენიმე პოსტია და ყველა პოსტზე მე მინდა კონკურსივით მოვაწყო, თუ თქვენ გაიმარჯვებთ დაინიშნებით ამ პოსტზე. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდის წევრი ხართ და მასაპორტებთ თუ არა არჩევნებზე, გამოხატეთ სურვილი რომ თუ მე გავიმარჯვებ მზად ხართ ამა თუ იმ პოსტზე იმუშაოთ და მე მზად ვარ თქვრნი წინადადება განვიხილო.
მაშ ასე..
ოფიციალური პოსტები
1. პრემიერ მინისტრი
2. თავდაცვის მინისტრი
3. საგარეო საქმეთა მინისტრი
4. ეკონომიკის მინისტტი
5. განათლების მინისტრი
არაოფიციალური პოსტები
1. დაზვერვის სამსახური
2. პრესსპიკერი
თუ თქვენ გაქვთ სურვილი ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში იმუშავოთ რომელიმე პოსტზე უპასუხეთ შემდეგ კითხვებს, აქვე - კომენტარებში:
1. რომელ პოსტზე გინდათ მუშაობა?
2. რეალური ასაკი.
3. თამაშის გამოცდილება ანუ რამდენი ხანია რაც თამაშობთ (წინა ექაუნთის დასახელება)
4. იცით თუ არა უცხო ენა?
5. დღეში რამდენი ხნით შემოდიხართ ან შემოხვალთ თამაშში მინისტრობის შემთხვევაში?
6. რას გააკეთებთ მინისტრობის შემთხვევაში? დაწერეთ დეტალური ხედვა.
სულ ესაა.
საუკეთესოებს მე ავირჩევ და არ ვიქნები ტენდენციური.
გპირდებით.
ერთად ავაშენოთ ძლიერი ესაქართველო. ღმერთი არს ჩვენთან, ვიწყებთ.
Comments
Voted o/
მე ვირჩევ მერფის 😁
+1
1. სსმ (ე.წ. მოფა)
2. 23
3. 10 თვე (არ მაქვს)
4. არაბული, ინგლისური, ცოტა ესპანური, რუსული (მეგრული მეთვლება? :დდ)
5. ძირითადად შუა დღეს და საღამოს, თუ დილას რამე არაა დაგაგმილი
6. ჯერ ვერაფერს გეტყვი, შენს გეგმებზე არაფერი ვიცი და ეს პმ ჯობს.
უკვე პრეზიდენტი ხდები თანამდებობებს რომ არიგებ :დდ
იმ შემთხვევაში თუ მე გავხდები მეთქი 🙂
უიჰო მაშინ წარმატებები 🙂
+1
07
http://prnt.sc/ahq7vr _ ეს მომეწონა. დინების მიყოლას რაც შეეხება ბრთხილად იყავი(თ) უარეს ტრაკში არ აღმოვჩნდეთ 😃 ( გამოცდილება X1)
ახლა რაღაც მოძრაობები შეინიშნება მსოფლიო პოლიტიკაში და უჩვენოდ არ ჩაივლის
წარმატებები
o7
+1
😃
1) საგარეო საქმეთა მინისტრი
2) 20
3) 1 ცოტა ნაკლები. სადღაც 9-10 თვე.
4) ინგლისური, რუსული, თურქული, ცოტა ესპანური და იტალიური. ვიცი სპარსულად კითხვა 😃
5) ძირითადად საღამოობით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მანამდე შემოსვლაც შემიძლია.
6) ყველასთან შეიძლება მოლაპარაკება.
07
🙂 🙂 🙂
Do not you want to be a one of the ministers of Georgia?
ъеп
[removed]
martla mombezrda es erti da igive saxeebi mtavrobashi
1. რომელ პოსტზე გინდათ მუშაობა?: საგარეო საქმეთა მინისტრი მაგრამ სხვა სამინისტროებსაც გავართმევ თავს.
2. რეალური ასაკი. 16 წელი
3. თამაშის გამოცდილება ანუ რამდენი ხანია რაც თამაშობთ (წინა ექაუნთის დასახელება) 9-11 თვეა რაც აქტიურად ჩავები ე-საქართველოს ცხოვრებაში მაგრამ მანამდეც მქონდა აქაუნთი რომლითაც გარედან ვაკვირდებოდი თამაშში განვითარებულ მოვლენებს.
4. იცით თუ არა უცხო ენა? ინგლისური (უმაღლესი), რუსული (კარგი), ივრითი (სუსტად. წერა-კითხვა და სალაპარაკო (ისრაელში რა ენაზეც ლაპარაკობენ ის ენაა ივრითი))
5. დღეში რამდენი ხნით შემოდიხართ ან შემოხვალთ თამაშში მინისტრობის შემთხვევაში? ძირითადად მთელი დღეა აქ ვარ.
6. რას გააკეთებთ მინისტრობის შემთხვევაში? დაწერეთ დეტალური ხედვა. შევეცდები გამოვასწორო წინა მთავრობების მიერ დაშვებული შეცდომებით გაუარესებული ურთიერთობები ამა თუ იმ ქვეყნებთან და ვიშრომებ იმისათვის რომ საქართველო უკეთესად წარმოვადგინო.