წინასაპრეზიდენტო სტატია

Day 3,043, 09:19 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა.
ვინაიდან თამაშს ჯერ ვერ/არ ვტოვებ და მაინც აქ ვარ გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყარო კენჭი.
ამბიცია იმის, რომ შემიძლია ქვეყანა ჭაობიდან ამოვათრიო ყოველთვის მქონდა, ამიტომ ახლაც იგივეს ვაპირებ.
ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და აქედან ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ვცდი.
აქ არ დავწერ ტრადიციულ და უკვე გადაღეჭილ ტექსტებს საგარეო დავსაშინაო პოლიტიკაზე, რადიკალური ცვლილებები გამორიცხულია, მით უფრო ასეთ სიტუაციაში, უნდა მივყვეთ დინებას და პირველივე შესაშლებლობისთანავე უნდა ვცადოთ ქვეყნის გათავისუფლება.
ეს სტატია სხვა მიზნით დავწერე.
პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ დუნედ მიდის, ჭირს აქტიური და საჭირო ხალხის მოძიება, ამავე დროს ბევრს აქვს ამბიცია იყოს ხელისუფლებაში. ამიტომ მე ასეთი რამ გადავწყვიტე..
ალბათ ყველას მოგბეზრდათ ეს თითქმის ერთიდაიგივე სახეები მთავრობაში ვეტელები და მაკმერფები 😃

მთავრობაში რამდენიმე პოსტია და ყველა პოსტზე მე მინდა კონკურსივით მოვაწყო, თუ თქვენ გაიმარჯვებთ დაინიშნებით ამ პოსტზე. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდის წევრი ხართ და მასაპორტებთ თუ არა არჩევნებზე, გამოხატეთ სურვილი რომ თუ მე გავიმარჯვებ მზად ხართ ამა თუ იმ პოსტზე იმუშაოთ და მე მზად ვარ თქვრნი წინადადება განვიხილო.

მაშ ასე..

ოფიციალური პოსტები

1. პრემიერ მინისტრი
2. თავდაცვის მინისტრი
3. საგარეო საქმეთა მინისტრი
4. ეკონომიკის მინისტტი
5. განათლების მინისტრი

არაოფიციალური პოსტები

1. დაზვერვის სამსახური
2. პრესსპიკერი


თუ თქვენ გაქვთ სურვილი ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში იმუშავოთ რომელიმე პოსტზე უპასუხეთ შემდეგ კითხვებს, აქვე - კომენტარებში:

1. რომელ პოსტზე გინდათ მუშაობა?
2. რეალური ასაკი.
3. თამაშის გამოცდილება ანუ რამდენი ხანია რაც თამაშობთ (წინა ექაუნთის დასახელება)
4. იცით თუ არა უცხო ენა?
5. დღეში რამდენი ხნით შემოდიხართ ან შემოხვალთ თამაშში მინისტრობის შემთხვევაში?
6. რას გააკეთებთ მინისტრობის შემთხვევაში? დაწერეთ დეტალური ხედვა.

სულ ესაა.
საუკეთესოებს მე ავირჩევ და არ ვიქნები ტენდენციური.
გპირდებით.

ერთად ავაშენოთ ძლიერი ესაქართველო. ღმერთი არს ჩვენთან, ვიწყებთ.