რა ხდება?!!

Day 2,890, 17:19 Published in Georgia Argentina by M i r M i

სრული დომხალია მეგობრებო 🙂
დღის ბოლოს როგორც იქნა მოვიცალე სტატიის დასაწერად და ვეცდები მოგიყვეთ დღეს და გუშინ რეებიც დატრიალდა.

პირველ რიგში, აუცილებლად შეამოწმეთ ხოლმე დღეში რამდენიმეჯერ მოდ- სტატია. იგი ყოველთვის განახლდება როდესაც რამე ახალი ხდება. დღეს რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ სამწუხაროდ ნაცვლად იმისა რომ სტატია წაიკითხონ ზოგიერთებმა, ჩერეზ-ჩერეზ ურჩევნიათ ამბების გაგება.

ჩვენიი პირველი გეგმა აირსტრაიკის მონტენეგროში მოწყობა იყო. მაგრამ ან საიტმა აურია, ან მე და მონტენეგროს ნაცვლად ალბანეთი შემრჩა ხელთ. ამიტომ 24 საათი დავკარგეთ.

ამასობაში კვიპროსმა დაგვასწრო და მან გაიტანა აირსტრაიკი მონტენეგროზე. შემდეგ თურქეთიც შეუერთდა. გამომდინარე აქედან ჩვენ ბოსნიას დავარტყით.

ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო როგორც ბოსნიასთან, ასევე ხორვატიასთან, ბოსნიაში სტატიაც კი დავწერე, ამიტომ გული ვისაც მოგეთუთქათ მალამო წაისვით.

ჩვენი აირსტრაიკის მიზანი მარტივი იყო, ხორვატიის დახმარება. თან მხოლოდ 2 მპპ-ს გამო აირსტრაიკი ძალიან იაფი გვიჯდებოდა. პირდაპირ სერბეთზე აირსტრაიკი ძალიან რთული იქნებოდა, იქედან გამომდინარე რომ თავს შეგვაკლავდა, ამიტომ ჯერ ბოსნიაში დავფრინდით, დღეს კიდე სერბეთი გამოვაცხადეთ მტრად.

რატომ წაიღო თურქეთმა აფხაზეთზე მეტი რეგიონები?

1. ახალციხე გადავკეტეთ იმიტომ რომ ჩვენი აირსტრაიკის გამო შეიძლება სერბეთის ზოგ-ზოგიერთ მეზობელს ჩვენთვის დაერტყა.

2. როგორც კი ბოსნიაში დავფრინდით რუმინეთმა გამოგვიცხადა აირსტრაიკი. თავიდან მეგონა რომ ჩვენს მიწაზე დაფრინდებოდნენ და თურქეთის წინააღმდეგ იბრძოლებდნენ, მაგრამ მერე გავაანალიზეთ, რომ იმ ბოსნიაში ჩვენს მიერ არებულ მიწაზე უნდოდათ დაფრენა და ხორვატიასთან ბრძოლა.

ამის შემდეგ დავსახეთ გეგმა, რომ შეგვეტია ბოსნიის მეორე რეგიონისთვის, აუცილებლად სწრაფად წაგვეგო და შემდეგ ბოსნიას შემოეტია ჩვენთვის, ამით რუმინეთის გეგმას გავანეიტრალებდით. ამიტომ ვიბრძოდით ჩვენ ბოსნიის მხარეს, რუმინელები და მისი დამქაშები მეორე მხარეს. სამწუხაროდ ეს გეგმა ჩავარდა.

ასე იცვლება ამ თამაშში ყოველ საათში სიტუაცია, ამიტომ ამას წინასწარ ვერავინ მოგიყვებათ და ამიტომაა საჭირო სანამ სადმე დაარტყამთ მოდ-ის სტატია წაიკითხოთ!!!

თურქეთთან უკვე სამშვიდობო ხელშეკრულებებს ვდებთ, რეგიონებს აჯანყებებით დავიბრუნებთ.
მაგრამ ყველაზე მთავარი ბრძოლა ხვალ გვექნება, სერბეთის წინააღმდეგ. სხვა ყველა ბრძოლა დააიგნორეთ!!!
თუ რამე შეიცვლება ისევ მოდ სტატიებს ჩახედეთ ხოლმე.

მოდ = MOD = თავდაცვის მინისტრის ბრძანება.

აუცილებლად უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა საგარეო ურთიერთობებზე.

ჩვენი ორი მპპ მაკედონიასთან და ბულგარეთთან არ გაგრძელდება. გარდა იმისა რომ ორივემ მპპ დადო უნგრეთთან (რომელიც ჩვენი ძალიან კარგი მეგობრის უკრაინის მტერია და სისხლს უშრობს ხოლმე) ამ ბრძოლაში პირდაპირ თუ ირიბად ჩვენი ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ. მათ აირჩიეს ეს გზა, ჩვენ კიდე ამ გზაზე ვერ გავყვებით, ჩვენ სხვა ინტერესები გვაქვს.

ასე, რომ მეგობრებო წინ დიდი ბრძოლა გველის და იარაღი ალესეთ.

http://prntscr.com/8t4q4f