SuperManteX - წინასაარჩევნო პროგრამა
SuperManteX
მოგესალმებით ძვირფასო ამომრჩევლებო!
მე გახლავართ პრეზიდენტობის კანდიდატი ამ არჩევნებზე. წარსულში ცნობილი როგორც მანტექსი, ამჟამად მოგევლინეთ ჩემი ახალი წინასაარჩევნო პროგრამით. ამ არჩევნებზე მინდა მოგახსენოთ, რომ მე წარმოვადგენ რესპუბლიკური პარტიის და ქრისტიან - დემოკრატიული კავშირის პოლიტიკურ ალიანსს, რომელიც გთავაზობთ ახალი ხედვისა და შემართების მქონე კოალიციურ მთავრობას ე-საქართველოს მართვის სათავეებთან. მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას, რომ კითხულობთ და აფასებთ ჩემს მიერ წარმოდგენილ წინასაარჩევნო პროგრამას.
პროგრამის ძირითადი დებულება შედგება რამდენიმე პუნქტისგან, რომელიც მოკლედ შეჯამებული მინდა ყველას გაგაცნოთ. ჩემი პირადი აზრით, ძირითადი აქცენტები, რომლებიც აქ არის მოყვანილი, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის გაძლიერებისთვის. არჩევის შემთხვევაში, ჩემი, როგორც პრეზიდენტის უპირველესი მიზანი იქნება გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური წონა საერთაშორისო ასპარეზზე.
1) უპირველეს ყოვლისა, აუცილებლობად მიმაჩნია ქვეყანაში ეფექტური სამხედრო საბჭოს ჩამოყალიბება და არსებობა.
როგორც ზელანდიის და აგრეთვე სხვა, წარსულის ბრძოლებმა აჩვენა, საქართველოს სამხედრო ძალა არამცირეა, თუმცა ისევ და ისევ ორგანიზებულობის მნიშვნელოვანი პრობლემები გააჩნია. დივიზიებში გადანაწილებული ძირითადი დამრტყმელი ძალა სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებშია მობილიზებული და ხშირად მათი დროული ინფორმირება ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ გართულებულია; ეს კი გარკვეულწილად აისახება ჩვენი სამხედრო პოტენციალის მოუქნელობაზე. ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის უპირველესი მიზანია, შევქმნათ ერთიანი სამხედრო საბჭო - პრეზიდენტის, პრემიერის, თავდაცვის მინისტრის და საქართველოში მოქმედი სამხედრო დანაყოფების ერთიანი სკაიპ ჩატი, სადაც დროულად გაჟღერდება ყველანაირი ტაქტიკური გადაწყვეტილება რაც მიიღება ბრძოლისას; ხოლო სამხედრო დანაყოფების მეთაურებს კი მიეწოდებათ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რისი დროულად გადაცემა მუ-ს ჩატში ხშირად შეგვიქმნის იმ უპირატესობას, რაც შესაძლოა გამარჯვებასა და მარცხს შორის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.
2) ახალი მოთამაშეების მოზიდვის და მათი განვითრების ხელშეწყობა
ჩემი მიზანია კვლავ განვაგრძოთ ბეიბი ბუმის პროგრამა, რათა მოვიზიდოთ ახალი მოთამაშეების მოზიდვა ქვეყანაში და კვლავ განვაგრძოთ მათ ძლიერ მოთამაშეებად ჩამოყალიბების პოლიტიკა. ასევე გავაგრძელოთ და გავაფართოოთ ტრენინგ ცენტრების დაკრედიტების წარმატებული პროგრამა, რათა გავზარდოთ ახალი მოთამაშეების საშუალო ძალის მაჩვენებელი. კრედიტების გაცემა გაგრძელდება მოთამაშეებისთვის პირველი ორი ტრენინგ ცენტრის სრულად გაუმჯობესებისთვის, უკვე ფიქსირებული პროცენტული განაკვეთით - ასევე გაიზრდება პროგრამაში მონაწილე მოთამაშეების რიცხვიც. მეორეს მხრივ, უკვე გამოცდილ მოთამაშეებს ვუშუამდგომლოთ და დავეხმაროთ ძლიერი მონაცემების მქონე აცც-ების შეძენაში და შეძლებისდაგვარად შევეცდებით გავცეთ გრძელვადიანი კრედიტები ამ მიზნით. ჩემი პოლიტიკური გუნდის მიზანი ასევე იქნება საბოლოოდ მოვახდინოთ კადეტთა აკადემიის საბოლოო დეპოლიტიზაცია და მივცეთ ახალ მოთამაშეებს სწორი განვითარების საშუალება, რაც ბევრწილად ქართული პოლიტსპექტრის ნებაზეა დამოკიდებული - ჩვენი იდეაა ვიმუშავოთ ამ მიმართულებით პროგრესისთვის. ასევე ჩვენი მიზანია გავზარდოთ ახალბედებისადმი დარიგებადი რესურსების მოცულობა და ახალწვეულთა რიცხვი.
3) ინიციატივა, რომ გადასახადები დარჩებეს ისეთივე მცირე განაკვეთით, როგორიც არის და არ შეიცვალოს
მე და ჩემ პოლიტიკურ გუნდს აქტიურად გვწამს იმ ფაქტის, რომ მცირე მოცულობის გადასახადები ხელს უწყობს ქვეყნაში არსებულ მეწარმეებს, მეტი შემოსავლით ავსებს ბიუჯეტს გაზრდილი საქონლის ბრუნვის გამო და ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასს ხდის კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით. რაც თავისთვად, ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და ზრდის დამსაქმებლის მიერ დაწესებულ საშუალო ხელფასს. მიმაჩნია, რომ ამჟამად ქვეყანას არ ემუქრება ისეთი საფრთხე, რომ გადასახადების გაზრდით შევეცადოთ ბიუჯეტის სწრაფი შევსება. მეორეს მხრივ, ზელანდიასთან ხანგრძლივი კამპანიის შედეგად, მოსახლეობას სჭირდება ამოსუნთქვის პერიოდი, რათა შეივსოს რეზერვები და მომავალში იფიქროს ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაფართოებაზე. ფინანსთა მინისტრის რეკომენდაციით, კონგრესს შევთავაზებთ შეინარჩუნოს ქვეყნის არსებული ფისკალური პოლიტიკა.
4) ალიანსთან თანამშრომლობა უნდა კვლავაც მჭიდროდ გაგრძელდეს
მიმაჩნია, რომ ალიანსთან თანამშრომლობა კვლავაც მჭიდროდ უნდა გაგრძელდეს და საქართველომ უფრო მეტად აქტიური როლი უნდა ითამაშოს ალიანსის საერთო ამოცანების დასახვაში და გეგმის შემუშავებაში. ქვეყნის მთვრობამ უნდა აქტიურად იმუშაოს იმისათვის, რომ მოიზიდოს მეტი წევრ-ქვეყნები ჩვენს სამხედრო ალიანსში. ამ მიზნით მიმაჩნია, რომ პირადი კონტაქტები მსოფლიო ლიდერებთან, მათთან ღია, გულითადი ურთიერთობის გაღრმავება მოგვცემს საშუალებას უფრო მეტი მივაღწიოთ ადამიანური დიპლომატიის ფრონტზე, ვიდრე ამას შევძლებთ სამხედრო კამპანიით ან რიტორიკით. ვიომოთ მტკიცედ, მედგრად და რაც მთავარია, ჭკუით, დიდებისა და სახელის მოსახვეჭელად.
და ბოლოს, მინდა ყველას მოგიწოდოთ არ დაივიწყოთ და 5 ნოემბერს აუცილებლად მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა: http://www.erepublik.com/en/main/presidential-elections დააფიქსირეთ აზრი და ხმა მიეცით თქვენთვის სასურველ კანდიდატს. ყველა ჩვენ მხარდამჭერს და გულშემატკივარს კი უღრმეს მადლობას მოგახსნებთ გაწეული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძლიერები მხოლოდ თქვენთან და ესაქართველოსთან ერთად ვართ. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!
პატივისცემით,
SuperManteX
პრეზიდენტობის კანდიდატი
რესპუბლიკური პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ალიანსი
Comments
vote
ჩემი გათვლებით 59%ით მოიგებ! 🙂
51
55ს თუარ გადაცდა მივდივარ პოლიტიკიდან😉
ძალა ერთობაშია? 😃
მევიდა ჩვენი დრო 🙂
ო7
v
kargia !!!!!!
Vote for SuperManteX
:3
o7 mtavaria chegevaras gaaswrot dalshetqvenc icit ro jimi igebs 😃
pativia😃
mara meras miwuenb vitom?😃
kargia
o7
ესაქართველო
gavaertioanot Muebi da ikos erti ZLieri MU sadac umetesi motamasheebi iqnebian tavmokrili arc ise bevrni vart ro amdeni kaci ikso gadanacilebuli sxvadasxva MU shi rac iwvevs shemdgomshi komunikaciis naklebobas
ეგ არ მოხდება რიგი მიზეზების გამო. თორემ იყო ადრე არმია და ყველა იქ ვიყავით შეკრებილი. სხვა გამოსავალი უნდა ვეძებოთ.
gadmodit kvela N7 da moxdeba 🙂
N7-ში ყველას გადმოსვლა არ გადაწყვიტავს პრობლემას. ვინ უნდა უხელმძღვანელოს შემდეგ იმ სამხედრო დანაყოფს? არმია, ისევე როგორც N7 და გვარდია კერძო შენაერთებია. დემოკრატიულად ეს ვერ გადაწყდება და მეთაურებს ვერც აიძულებ თავად დათმოს შენაერთის მეთურობა. დემოკრატია სამხედრო იერარქიაში ვერ ივარგებს. საჭიროა გვქონდეს ისეთი მოქნილი სამხედრო სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მუ-ების რაოდენობაზე და არ ცალკეულ მუ-ში არსებულ შიდა პოლიტიკაზე.
yvelaze logikuri ragac aris magram martla ar moxdebaaa . yvelafers ro tavi davanebot marto imito ar moxdebaa ro meree MU ebi ertmanets ver dachams da eg texavs xo xvdebiii : ) ) qartvelebi ertamenitis protiv tuar wavida eg ra qartvelobaaa : )
vote
მთავრობის შემადგენლობა როგორია?
გამარჯვების შემთხვევაში მთავრობა იქნება კოალიციური და დაკომპლექტდება თანაბრად ორივე პარტიის წევრებისგან. რამდენიმე კანდიდატურა განიხილება თითეულ თანამდებობაზე; თუმცა მართვის სტილი მხოლოდ დანიშვნებით არ შემოიფარგლება, მინისტრთა კაბინეტის ფუნქციონირების ეფექტურობის გაზრდის მიზნით იგიეგმება იგეგმება მთვრობის სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება.
ეგ ყველაფერი ისედაც მივხვდი. უბრალოდ კანდიდატები მაინტერესებს ვინ განიხილება. ხმას მხოლოდ პრეზიდენტს ვერ მივცემ.
სერიოზულად, ყველა განიხილება მინისტრის პოსტზე ან მინისტრის მოადგილედ, სია არის მრავალი ადამიანით შევსებული. იხილეთ პატიული სიები http://www.erepublik.com/en/main/party-members/4787#1 და http://www.erepublik.com/en/main/party-members/4793#1 ყველა ეს ადამიანი, ვისაც აქვს ადმინისტრირების გამოცდილება, განიხილება თანამდებობაზე. ბევრი მათგაი იყო მინისტრი, მეთაური, რამდენიმე მოწვევის კონგრესმენი: ჯიმი, ბენდო, გამა, დიდ_გიორგი... არ არის გამორიცხული კლვავ მოვიწვიოთ გამოცდილი კადრები კონკურენტი პარტიებიდანაც. გამარჯვების შემთხვევაში ცნობილია, რომ ჯიმი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს მთავრობაში და ჩვენ ერთობლივი ძალებით ვუზრუნველყოფთ აღმასრულებელი აპარატის გამართულ მუშაობას.
😃
wavikitxe iraklis naweri magram sasacilo nagdad veraperi vnaxe 😉 da ratom gaicine? 😃😃 ratqmaunda sicils aravin gishlis magram mgoni uadgiloa adamiani giwers pasuxs amomwuravat shen kide icini
ეგ ჩემთვის უწყინარი სიცილის სმაილია. "🙂" ეს ნაწყენის გაცინებაა თითქოს ძალდატანებითი, "😃" ეს არის მხიარული გაცინება თითქოს მოწონებითი. ნუ გახარების მიზეზები მქონდა. განსაკუთრებით ამ მონაკვეთზე "რომ ჯიმი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს"
ფინანსური მხარე ძაან მისახედია მენტექს აგერ ფასდაკლებები მოვიდა და ხალხს ფული არ ქვს 10 მასესხე 20 მასესხე გიძახიან არავინ ფინანსდება მარტო სსაჭმელი და იარაღ ამინდ ვერ ქმნის ყველა დამეთანხმება რომ ამ თამაში მთავარი ძალაა ძალას კდიე ვ გოლდი ჭირდება რო აწიო და აკაჩავო მაგიტო დავწერე სტატია მაგ თემასთან დაკავშირებით უდან შედგეს სია პერიოდულად რომლებიც ფასდაკლებამდე 1 კვირით ადრე დაფინანსდებიან 20 -25 თუ რამდენის საშუალებაც იქნება გოლდით
დაკრედიტების პროგრამა გაგრძელდება, პროგრამაში ეგ მითითებულია; ასევე ვუშუამდგომლებთ მოთამაშეებს და წავახალისებთ ძლიერი ანგარიშების შეძენას და განვითრებას.
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა 😃 ყოველთვის დააკლდება ხალხს ხან 10 ხან 20 და ხან 1 ოქრო. მეც დამაკლდა დღეს მარა კაციშვილი ვერ დამეხმარებოდა. ლიმიტი მქონდა ამოწურული 😃
mag logikiT TU vimsjelebT rac ar unda bevri k
rediti gasce mainc moiTxovs xalxi ufro mets 🙂 😃
Greed is good!
ამიტომაც საჭიროა სისტემიზაცია დაკრედიტების პროგრამის და არა სპონტანურობა. ყველაფერი უნდა აღიწეროს და ისე დაკრედიტდეს. დაკრედიტირება უნდა შეეხეს როგორ სავარჯიშო ცენტრებს, ისე ახალი აცც-ების შეძენას.
celi gamomisva am fasdaklebebma 😃
o7777777777777777777777777777
skype chat is ideas mivesalmebi . . araakvs mnishvneloba vin gaxdeba prezidenti mag temaze imushaos ...
au am fasdaklebebze martla unda dagvexmarot raaa . . sul 3 kvirit damchirdeba tkveni oqro . uaxloes momavalashi omi ar gvekneba imediaa daa manamde cotati mainc gavdzlierdebit moqalaqeebi . . 30 oqro mchirdeba me piradat ro pirveli bolomde davaapgreitoo
o7