ე.დ.პ.-ცოტა რამ გეგმებზე II (მოვლენების ანალიზი)
J.Volandi
მოგესალმებით,
უპირველეს ყოვლისა,გადახედეთ საქართველოს განახლებულ გვერდს ვიკიპედიაზე.
შემდეგი საკითხი:
ახლოვდება 15 რიცხვი და პარტიული არჩევნების ციებ-ცხელება, სადაც მე ჩემს კანდიდატურას ვაყენებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად .
უკვე 3 კვირაა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ადგილი ქართული პოლიტიკის სამზარეულოში, რასაც წარმატებით ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდეც თუ მე დამიჭერთ მხარს. მადლობა მინდა გადავუხადო This is georgia-ს და პარტიის დანარჩენ წევრებს დაუღალავად მუშაობისთვის !
ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ 3 პროექტი,რომლებიც ჩვენი წევრების განვითარებაზე არის ორიენტირებული :
1. ყოველკვირეულად ვეხმარებით რესურსებით ჩვენს წევრებს:
ყოველ ორშაბათს პარტიის წევრებს ურიგდებათ საკვები და იარაღი,რომელიც მათ მთელი კვირის განმავლობაში უნდა ეყოთ.
რესურსების მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ამ ბმულის მეშვეობით.
რესურსების დარიგების ამსხველი ცხრილი.
2. დასაქმება მაღალი ხელფასით:
ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი პარტიის წევრებს დასაქმდნენ Sebastian Vettel-თან და ამით დაეხმარონ ქართულ ეკონომიკას,ასევე მათი ხელფასები იმაზე დიდი იქნება,ვიდრე ნებისმიერ დამსაქმებელთან.
დასაქმდით Sebastian Vettel-ის მიერ გამოტანილ სამუშაოზე და ხელფასი გაგეზრდებათ 90 ლარამდე, თუ თქვენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ბრძანდებით.
*აქცია გაახლდება 17 რიცხვში Vettel_ის მიერ ექაუნთის გამოცვლის გამო.
ყველა დასაქმებული მიიღებთ კომპენსაციას 350 ლარის ოდენობით- დამიკავშირდით პმ.
3. სავარჯიშოების Upgrade:
ჩვენ ვეცდებით დაგეხმაროთ უფასო სავარჯიშო მოედნების დონის ამაღლებაში, რისთვისაც თანხას უპროცენტოდ გავიღებთ,შეძლებისდაგვარად.
დანარჩენი ჩათში განვიხილოთ :3 .
ეს პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება ჩემი პარტიის პრეზიდენტობის შემთხვევაში .
ჩვენი გუნდი ასეთი იქნება :
Vice-President- Ashmalaxa
Secretary General- Bobuu
Councillor- Vettel
Spokesman- This is Georgia
აქვე მოგიწოდებთ - გადმოდით ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი,რომელიც აუცილებლად იბრძოლებს შემდეგი კონგრესისა და საპრეზიდენტო არჩევნებზე,არ მოადუნებს მთავრობის ყურადღებას,იზრუნებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეხსენებაზე და მათი შეცდომების გამოკვეთაზე.
ჩვენ ფეხს არავის დავუდებთ, მაგრამ მთავრობას არ დავინდობთ!
ასევე მინდა გამოვეხმაურო პარტიულ აქტიურობას, რესპუბლიკელების გარდა,ყველა თავის კუნჭულშია დამალული და არაფერს ამბობს, მათი აქტიურობაც კი მხოლოდ ხალხისთვის მათ პარტიაში შესვლის მოწოდებაში გამოიხატება და კონკრეტულს არაფერს გვთავაზობს.
გაეცანით დამატებითი ინფორმაციისთვის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალი სიცოცხლე
შენიშვნები მთავრობას
1.მოადგილეები?! ახალბედები?!
მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს,რომ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებზე(თავდაცვის სამინისტროს ცალკე შევეხები).
ეს ორი მექანიზმი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მიზანი,შესაბამისად, ამ სფეროს პროფესიონალების გაზრდა უნდა იყოს.
მოადგილე ადვილად ითვისებს ყველაფერს და კარგი მასწავლებლის შემთხვევაში 2-3 თვეში მზად იქნება ჩაიბაროს თანამდებობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
2.თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტროს მუშაობა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, დავიწყოთ იმით,რომ მინისტრი არის უცხოელი,რომელმაც არ იცის ჩვენი საკომუნიკაციო-ქართული-ენა , მას არ შეუძლია მხოლოდ Tengiz IV-ს დახმარებით წეროს სტატიები და გამოიჩინოს შესაბამისი უნარი-გაუძღვეს ამ მნიშვნელოვან სამინისტროს, მისი მოქმედებები უნდა იყოს ყველაზე შესამჩნევი, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ვისთვის იბრძოლონ და როდის იბრძოლონ, ამის შესახებ კი მათ ინფორმაციას არავინ აწვდის.
ასევე არ შემიძლია აღნიშვნის გარეშე დავტოვო ის,რომ თავდაცვის მინისტრის გამოქვეყნებული პირველი და ერთადერთი სტატია ვერ მოხვდა ტოპ 5 სტატიას შორის,რაც თავის თავად ძალიან ცუდია,მაგრამ მიხარია , რომ ასე დასრულდა ყველაფერი.
კერძოდ,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტატიაში არ იყო გამოყენებული ეროვნული ნიშნები და ბანერები, არამედ U.K.(გარეთიანებული სამეფოს) თავდაცვის სამინისტროს ღერბი და ბანერი, ეს მიუღებელია და შეურაცხყოფაა ყოველივე ქართულის მიმართ, მსგავსი მოქმედების გამო მინისტრი გადაყენებული უნდა იქნას.
ასევე ამ სტატიას არ გააჩნდა არანაირი განმანათლებრივი დატვირთვა, იგი არ იყო კონკრეტული და გამოკვეთილი მითითებებით.
თავდაცვის სამინისტროს ძველი და ახალი სტატიები ! თავად შეადარეთ .
თავდაცვის სამინისტროს შესახებ , Temsisi II-სა და NFG-ს დაპირებაში ხვდებით მსგავს რამეს:
◙ თავდაცვის სამინისტრო FB–ჯგუფის საშუალებით სწრაფად და ეფექტურად გასცემს ბრძანებებს.
◙ თავდაცვის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელობით დაიწყება გერილას ბატალიონის ჩამოყალიბება.
◙ მებრძოლები მომარაგდებიან საჭირო შეიარაღებით.
◙ ვითამაშებთ ყველა MU_ს კომანდერთან კოორდინირებულად.
მთავრობამ დამისახელოს 1 პუნქტი,რომელიც მათი 1 კვირიანი მუშაობის შემდეგ შესრულდა.
როგორ უნდა შეასრულოს ეს პუნქტები უცხოელმა მოთამაშემ,რომელმაც არ იცის ქართული?!
ეს კითხვა დღემდე პასუხ-გაუცემელი რჩება!
3.სესხების პროგრამა
სესხების პროგრამა თავისთავად ძალიან კარგი და მისასალმებელია, მართალია სახელმწიფოს არ გააჩნია საკამრისი რესურსი ამ პროგრამის ათვისებისთვის,თუმცა ჩვენმა პრეზიდენტმა-გულანთებულმა პატრიოტმა Temsisi II-მ, გამოიჩინა დაფინანსების ინიციატივა,რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ მას,
თუმცა რაც შეეხება მენეჯმენტს:
ამ პროგრამის ფარგლებში შემიძლია მხოლოდ 1 ადამიანს ჩავუგე თავდებში-რაც,ჩემი აზრით,ყოველგვარ აზრს არის მოკლებული, მე მინდოდა ჩემი პარტიის ყველა წევრის,რომელიც მოითხოვდა სესხს, თავდებში ჩავმდგარიყავი,მაგრამ უარი მითხრეს,რაც გაუმართლებელია. არ არის იმდენი ძლიერი მოთამაშე,რომელიც შეძლებს ყველა ახალბედას მოთხოვნის დაკმაყოფილებას,ახალბედას კი ახალბედა ვერ დაუდგება თავდებში.
ეს არ არის კერძო პროგრამა,ეს ხორციელდება Temsisi II-ს დაფინანსებით , მაგრამ სახელმწიფოს სახელით!
4. კადეტები
ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საბას,Dangle-ს.
მისი ინფორმაციის არავინ მთავრობიდან არ ჩადგომია კადეტების სამხედრო აკადემიას სათავეში, რაც წესით განათლების მინისტრის მოვალეობაა, მალე მიხედოს მთავრობამ ამ პრობლემას და კადეტებს!
სხვა დაპირებებზე 2 კვირაში ვილაპარაკოთ, ჯერ ვაცალოთ მთავრობას.
გამოხატეთ თქვენი აზრი ! იქნებ ასე მაინც ვაიძულოთ მთავრობა,შეასრულოს თავისი მოვალეობა !
---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ერთად შევქმნათ საქართველოს უკეთესი მომავალი!!! ---- ---- ---- ---- ---- ---- ----
---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----შემოგვიერთდი! ჩვენ შენ გვჭირდები! ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----
წინა სტატიები:
ე.დ.პ - გზა უკეთესი მომავლისკენ
ე.დ.პ - კონგრესმენობის კანდიდატები
ე.დ.პ - კონგრესში
ე.დ.პ.-ცოტა რამ გეგმებზე
ე.დ.პ. - მიეცით ნიჭსა გზა ფართო
ე.დ.პ.- The New Prologue- ვაგებთ,მაგრამ უფრო გავძლიერდებით
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალი სიცოცხლე
ჩვენი და გაერთიანებული ქართული პარტიის ჩათრუმი :
[[ ე.დ.პ.-უ.გ.პ.-ს ჩათრუმი - chat.mibbit.com - Server : Rizon - #ugpedp
პირდაპირი ლინკი ]]
Comments
ცვლილებების გამო ჩემი თანამშრომლები ხელფასიან შვებულებაზე გავუშვი, 17-ში აღდგება პროგრამა და როგორც ლუკამ თქვა კოპენსაცებიც დარიგდება.
overtimeze mushaobis sashualeba iqneba?
o7
სესხების პროგრამის ერთდერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი მე ვიყავი, თუმცა ახლანდელი პროგრამა ჩემი აზრით არ არის კარგად დახვეწილი, ბევრი ხარვეზია, და ნაკლებად არის გათვლილი ახალბედებზე..
თავდაცვის უცხოელ მინისტრს მეც ცუდი თვალით ვუყურებ.. და ზოგადად მაგარი ჩავარდნაა მაგ მხრივ...
ისე შემდეგისთვის, წინასაარჩევნო პროგრამაში თუ მიუთითებენ გუნდის შემადგენლობას, რითიც კონკრეტული პარტია აპირებს მოსვლას, არ იქნება ურიგო..
by the way ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გავხდი! :დ მიფრთხილდით! :დ ამ დღეებში ვეცდები ერთი კარგი სტატია/გაიდი მოგიძღვნათ 🙂 (გამოცდებმა თუ არ შემიშალეს ხელი)
წარმატებები !!!
miyvarxar 😛
o7 from south korea o/
07. Xoda shemogviertdit
სად?
partiashi
რა გინდა ედპ-სი გადმო უგპ-სი 😃
ugp shi raga minda sadac var magrad var da arsad gadasvlas ar vapireb
isa da magrad davigale am partiebshi mowvevit da iqneb mxolod sagazeto shemotavazebebit shemoiparglot xolme 😁 es yvela partias exeba arsad gawevrianebas ar vapireb da archevnebshic chemit gadavwyvet vis mivce xma vot tak 😁)
Whatever?! გაძალებს ვინმე?
aravin madzalebs mara archevnebis dge rom modis shansi araa aq shemovide da msgavsi welili ar damxvdes shemodi partiashioo
მისმინე,თუ არ მოიწვიე არავინ-პარტია მოკვდება,ხალხი არ იქნება,თუ არ ვიქატიურეთ თამაში უინტერესოა,ეს კონცეპტი კი პოლიტიკური მოდელია და მაგის გარეშე არ გამოდის.
ისედაც შენით უნდა წყვეტდე არჩევნებზე ვის მისცე ხმა - და არა პარტიული კუთვნილებით
araa aucilebeli mere partiashi uechveli 100 kaci gyavdes gyavdes aqtiuri motamasheebi da iaqtiuron imatma visac aqtiuroba unda isedac iaqtiurebs da gawevriandeba partiashi amistvis statiebic sakmarisia rad ginda iseti adamiani partiashi tu arapers gagiketebs tu xmebistvis ara
ჩვენს პარტიაში გვყავს აქტიყრები 3 პარტიის ყოფილო პრეზიდენტი არის ბოლოს და ბოლოს და თავის გასაკეტებელს ყველა აკეთებს, 2 კლიკზეც არიან. ხმები კი მნიშვნელოვანია, და ჩემთვის პარტიული კუთვნილების გარეშე მიღებული ხმა უფრო ძვირფასია, ამიტომ ვწვალობთ ამდენს და არა იმიტომ,რომ აუცილებლად 48247. ადამიანი გვყავდეს,იმიტომ,რომ ჩვენს საქმეს მისცენ ხმა და არა ვიღაცის დემაგოგიას.
luka azrii ar aqvs exla chvens kamats vxvdebi rasac ambob da gulisxmob mara amas statiebit unda ebrdzolot da ara piradshi miwerebit da xmebze chalichit es komentari imitom ki ar davwere rom tqvens partias exeba mxolod yvelas gasagonad davwere da imedia gaitvaliswineben tu politikuri tamashia zustadac rom politikurad unda moiqce qveyanashi sad gagigia rom 90 procenti partiis wevri iyos mosaxleobis 😃 sssr tu da rame msgavs qveynebs tu ar chavtvlit 😃
რავი, ჩვენი პარტიიდან ვინმე თუ „გსპამავს“ მითხარი და გავარკვევ.
araperi gansakutrebuli es ise ubralod yvela partiam rom gaitvaliswinos kargi iqneba da aqcenti mxolod aqtiur motamasheebze gaaketos kargi iqneba
visac shemdgom ragac interesi eqneba garkveuli tanamdeboba daikavos da ragacashi waadges qveyanas da partias
tavisi aqtivobit
da kidev erti cudi paqti partiuli mu ebi xvdebi albat rasac vgulisxmob
ნუ , თავად პარტიულ MU ში ხარ :დ .
ar mimiqcevia yuradgeba 😃 ucxoetshi viyavi sadgac da mere ise gadmovedi sadac tavisupali iyo shesvla shevedi 😃
http://www.erepublik.com/en/article/-moc-1-2564536/1/20 _ კონკურსში მონაწილეობას შემოგთავაზებ 🙂
spasiba 😁 gaixare mara magis dro ar maq
[removed]
😃 daugalavi xar ra 😁
asworebs
wikipediamac gaaswora 😃
chaamatet yvela prezidentis saxelebi + migwevebi
o7
O7
Rogorc yoveltvis formashi car Luka ❤ 😃 vamayob shenit
Araa cudi
Speckos ra unda edpshi apirebdnen rames eg udgeurebi?
მეც ეგ იდეა დამებადა :დ არაო...
Spas rato tynav? Gia ratom gaqvs
ნუ დარდობ :3
Kiborgi vinaa? Damages yidis )))
გიზოა :/
Vettel-ის ძველი ექაუნთია .
Fuls gamogigzavnj da ajanyebeshi saberdznets daude co 10_10 atasi 3 ajanhebaa
10 lariani
Dania ))
genacvale ❤
[removed]
ისე ახალ მთაბრობაში ვინა არც ვიცი, 10 დღეა უკვე სიცოცხლის ნიშანწყალი არ არის 🙁
ყველა კი ვერ იქნება კაცო მართველი 🙂
Luka 6 xma haeridan ar modis. Vigaceebs dedis muteli aqvt tavze dasafarebeli. Es bozishvilebi garda imisa rom tviton arafers aketeben axla chveni gaketebulis gafuchebaze gadavidnen
Martali xar. Mixadva unda.
მაგის გაჩერების მექანიზმი სამწუხაროდ არ არის .