Heraclius II / ერეკლე II

Day 2,959, 04:56 Published in Georgia Venezuela by deviko99

ქართლ–კახეთის მეფე ერეკლე II ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ერთხელ კიდევ აღადგინა ქვეყნის ძლიერება და პრესტიჟი, საამაყო წინაპართა მსგავსად მრავალი გამარჯვება მოიპოვა რიცხვმრავალ მტერზე და ლეგენდად იქცა, დაიბადა თელავში 1720 წლის 7 ნოემბერს. იყო თეიმურაზ II–ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI–ის ასული) შვილი. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. ხალხი სიყვარულით ეპყრობოდა უფლისწულს და მოფერებით „პატარა კახს“ ეძახდა. აღმოსავლეთ საქართველო ამ დროს ირანის მფობელობაში იყო და ამიტომ, ერეკლე ნადირ–შაჰმა თან წაიყვანა ინდოეთის ლაშქრობაში. მართალია მძევლად ჰყავდათ, მაგრამ ისეთ ნიჭიერ სარდალთან ყოფნით, როგორიც ნადირ–შაჰი იყო, უფლისწულმა დიდი გამოცდილება მიიღო.
1632 წლიდან თითქმის ასი წლის მანძილზე ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. 1745 წლის 1 ოქტომბერს კი სვეტიცხოველში თეიმურაზ II ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ. ეს თავისთავად ქართული პოლიტიკის დიდი გამარჯვება იყო, მითუმეტეს, რომ თეიმურაზი ქართლის მეფედ, ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. მამა–შვილი ერთად, შეხმატკბილებული მართავდა ქვეყანას. შაჰმა 1747 წელს ერეკლე კვლავ თავისთან დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ ირანში თეიმურაზი წავიდოდა, რადგან ის გამოცდილი დიპლომატი იყო. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა–ბეგს (იესეს ძეს) ჩააბარა. ამით თეიმურაზი ცდილობდა აერიდებინა კონფლიქტი მათ შორის, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და ერეკლეს დაუპირისპირდა. ერეკლემ დაამარცხა აბდულა–ბეგი, 1748 წელს თბილისი გაანთავისუფლა და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. ამავე წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელი ხარკი გადაუხადა ირანს.
თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II–ის ძალაუფლება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მათ მფარველობა სთხოვეს: ერევნის, განჯისა და ნახიჩევანის ხანებმა. მამა–შვილმა ჭარის შემოერთებაც გადაწყვიტა, ჯერ ერთი ჭარი ქართული ტერიტორია იყო და მეორეც, მისი დაკავებით დაღესტნელთა შემოსევების ალაგმვა გაცილებით გაიოლდებოდა. სამწუხაროდ, შაქი–შარვანის ხანის აჯი–ჩალაბის ღალატის გამო ქართველებმა 1751 წელს მარცხი იწვნიეს.
ამასობაში თეიმარაზსა და ერეკლეს ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ეს იყო სამხრეთ ადარბადაგანის (აზერბაიჯანის) მფლობელი ახატ–ხანი, რომელიც ირანის შაჰობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. 1751 წელს ყირბულახთან (ერევნის მახლობლად) ერეკლემ 3 ათასი ქართველით 18 ათასიანი მტრის ჯარი დაამარცხა. გამარჯვება ბრწყინვალე და შთამბეჭდავი იყო. აზატ–ხანმა ზავი ითხოვა. 1752 წელს განჯასთან ბრძოლაში აჯი–ჩალაბმა ქართველები კვლავ დაამარცხა. ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. საჭირო იყო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება: გაიგზავნა ელჩობა რუსეთში, დაიქირავეს ჩერქეზთა ჯარი. მართალია, რუსეთმა დახმარებაზე თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1752 წლის სექტემბერში აჯი–ჩალაბი სასტიკად დამარცხდა. მიღწეული წარმატებების ფონზე გადაუჭრელი რჩებოდა „ლეკიანობის“ პრობლემა. ნურსალ–ბეგის მეთაურობით წარმოებული ორი ბრძოლა მჭადიჯვართან და ყვარელთან დაღესტნელთა სასტიკი მარცხით დამთავრდა და ამან კახეთის მოსახლეობას ლეკთა თარეშისაგან ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ქართლ–კახეთს ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა, რომ მიღწეული შეენარჩუნებინათ. ამ მიზნით, თეიმურაზ II რუსეთში გაემგზავრა, სადაც მალევე, 1762 წელს გარდაიცვალა. ერეკლემ
ქართლ–კახეთი გააერთიანა და მას შემდეგ, რაც ირანის შაჰს ქერიმ–ხან ზენდს მისი მეტოქე აზატ–ხანი დატყვევებული გაუგზავნა, მეფობა დაიმტკიცა.
მეფის მტკიცე ხელი, ქსნისა და არაგვის საერისთავოების გაუქმება, ბატონყმური ურთიერთობების რეგლამენტაცია, თავადთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა. მათ გადაწყვიტეს მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და ტახტზე ვახტანგVI-ის უკანონო შვილის პაატა ბატონიშვილის დასმა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა და ერეკლემ დარბაზის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელმაც დამნაშავეებს სასტიკი განაჩენი გამოუტანა. მკაცრი სასჯელი მაგალითი უნდა ყოფილიყო მეფის მოწინააღმდეგეებისათვის.
1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის ომი. ერეკლემ გადაწყვიტა ესარგებლა ამით და თურქეთისგან მიტაცებული მიწები დაებრუნებინა, ამიტომ რუსეთის ჯართან ერთად, რომელსაც გენერალი ტოტლებენი სარდლობდა ახალციხისკენ დაიძრა, თუმცა 1770 წლის 19 აპრილს ასპინძის ციხესთან ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და ქართლში დაბრუნდა. ერეკლემ მარტომ შეძლო მტრის დამარცხება, მაგრამ იძულებული გახდა თავადაც ქართლში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი გენერლის საქმიანობა გახლდათ, რომელიც დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგე თავადებს, დაიწყო ციხეების დაკავება და ხალხის დაფიცება რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ერეკლემ აღკვეთა მისი ქმედება, თუმცა საეჭვოა, რომ ტოტლებენის მთელი ეს საქმიანობა მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა ყოფილიყო.
უშედეგოდ დამთავრდა 1772 წელს კათალიკოს ანტონ I–ისა და მეფის ძის ლევან ბატონიშვილის რუსეთში ელჩობაც. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არანაირი სარგებელი არ მოუტანა ქვეყანას, თუმცა ერეკლე მიხვდა რეგულარული ჯარის მნიშვნელობას და 1774 წელს გადაწყვეტილება მიიღო მორიგე ჯარის შექმნის შესახებ. მეფის ამ ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ლევან ბატონიშვილი, მაგრამ 1781 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. უფლისწულის გარდაცვალებამ, შექმნილმა მძიმე საგარეო პოლიტიკამ, ერეკლე მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საბოლოოდ დაკავშირებოდა რუსეთის იმპერიას. რუსეთი თავის მხრივ უაღრესად დაინტერესებული იყო ამ საკითხით, თუმცა რუსეთის დიპლომატიამ საქმე ისე წარმოაჩინა, რომ ხელშეკრულების ინიციატორი ერეკლე იყო. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო–კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში მფარველობით ტრაქტატს ხელი მოეწერა. იგი ითვალისწინებდა ბაგრატიონთა ტახტის შენარჩუნებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ომიანობის შემთხვევაში მის დახმარებას, მაგრამ რუსეთი არც მაშინ დახმარებია საქართველოს, როცა 1783 წელს ომარ–ხანი შემოესია და არც მაშინ როცა აღა–მაჰმად–ხანმა კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ქართველები და თბილისი გადაწვა. 75 წლის მეფე თავგანწირვით იბრძოდა. შვილიშვილებმა იგი ძლივს გაარიდეს ბრძოლის ველს.
მარცხმა მძიმედ იმოქმედა, როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში, თავის სასახლეში იმ ოთახში გარდაიცვალა რომელშიც დაიბადა. მგლოვიარე ერმა მისი ცხედარი სვეტიცხოველში დაკრძალა.



English
Heraclius (or Erekle) II , also known as The Little Kakhetian was a Georgian monarch of the Bagrationi dynasty, reigning as the king of Kakheti from 1744 to 1762, and of Kartli and Kakheti from 1762 until 1798. In the contemporary Persian sources he is referred to as Erekli Khan , while Russians knew him as Irakly . His name is frequently transliterated in a Latinized form Heraclius because both names Erekle and Irakli are Georgian versions of this Greek name.
The penultimate king of the united kingdoms of Kakheti and Kartli in eastern Georgia, his reign is regarded as the swan song of the Georgian monarchy. Aided by his personal abilities and the unrest in the Persian Empire, Heraclius established himself as a de facto independent ruler and attempted to modernize the government, economics, and military. Overwhelmed by the internal and external menaces to Georgia's precarious independence and its temporary hegemony in eastern Transcaucasia, he placed his kingdom under the formal Russian protection in 1783, but the move did not prevent Georgia from being devastated by the Persian invasion in 1795. Heraclius died in 1798, leaving the throne to his moribund heir, George XII.


Russian
Ира́клий II . Из кахетинской ветви Багратионов.
Целью Ираклия было объединение грузинских феодальных княжеств в единое государство, освобождение от ирано-турецкого владычества, и усиление Грузии в Закавказье. В 1783 году заключил Георгиевский трактат с Российской империей. Учредил постоянное грузинское войско, занимался заселением пустующих районов Грузии, ограничил права феодалов нормами закона. Основал школы и семинарии в Тбилиси и Телави. Способствовал грузино-армянскому сближению. В 1790 году был инициатором заключения «Трактата царей и князей иверийских», который был подписан Ираклием II, Соломоном II, Григолом Дадиани и Симоном Гуриели. Во время Крцанисской битвы, проигранной 5 тысячным грузинским войском 35 тысячам иранцев, внуки с силой вывели 75-летнего Ираклия с поля боя. После нашествия Ага-Магомет-хана крайне переживающий Ираклий удалился в Телави, где и скончался 11 января 1798 года. Похоронен в Светицховели.


German
Erekle war der einzige Sohn Teimuras II., König von Kachetien (Ost-Georgien). Als Teimuras König von Kartlien wurde, übergab er 1744 den kachetischen Thron an Erekle. Vater und Sohn schlossen ein festes Bündnis, um die persischen Besatzer aus ihren Ländern zu vertreiben und ihre Grenzen gegen die ständigen Überfälle nordkaukasischer Stämme zu schützen.
Nach dem Tod von Teimuras wurde Erekle 1762 König des vereinigten Königreichs Kartlien-Kachetien und seiner Hauptstadt Tiflis. Er veranlasste einschneidende Reformen, um die georgische Verwaltung, Armee, Bildung und Wirtschaft zu modernisieren und beschnitt die Macht des Adels. Zeitweise errichtete er eine Hegemonie Kartlien-Kachetiens über das östlicheTranskaukasien und versuchte, alle georgischen Königreiche und Fürstentümer zu vereinen. 1790gelang es ihm jedoch nur, ein instabiles politisches und militärisches Bündnis zustande zu bringen.
Erekles Außenpolitik war stark europäisch orientiert. Er suchte Bündnisse mit verschiedenen europäischen Regierungen gegen Persien und das Osmanische Reich, fand jedoch keine Unterstützung. 1783 schloss er mit Russland den Vertrag von Georgijewsk, der den russischenZaren verpflichtete, das Königreich Kartlien-Kachetien zu schützen. Als Persien 1795 in Georgien einfiel, kamen die russischen Truppen zu spät, um in der Schlacht von Krtsanisi vor den Toren von Tiflis noch etwas ausrichten zu können.
Erekle II. war bei der Bevölkerung sehr beliebt, weil er seine Truppen persönlich anführte und im Krieg zu gleichen Bedingungen wie seine Soldaten lebte. In vielen georgischen Gedichten, Liedern und Legenden werden seine Tapferkeit und sein Heldentum gerühmt. Er erhielt den Spitznamen Patara Kachi ( Kleiner Kachetier).



Іраклій II — грузинський цар, державний діяч і полководець.
З 1744 цар Кахетії, з 1762 Картлійсько-Кахетинського царства (Східна Грузія). З династії кахетинських Багратіоні.
Прагнув до об'єднання розрізнених грузинських володінь в централізовану державу, вільну від ірано-турецького панування, і до розширення впливу Грузії у Закавказзі. Уклав Георгіївський трактат 1783 року, що встановив протекторат Росії над Східною Грузією.
Внутрішня політика Іраклія II була направлена на підняття продуктивних сил країни і зміцнення оборони. Для цього він, зокрема, заснував в 1773 постійне військо.
Намагався обмежити свавілля феодалів відносно кріпосних селян, заохочував заселення порожніх земель. Заснував державні школи і семінарії в Тбілісі (1756), Телаві (1782).
Обширна програма відродження Грузії не була виконана через відсутність матеріальних засобів і внутрішньої єдності в країні.
У 1795 році іранські війська Ага Мохаммед-хана знов вторглися до Закавказзі, захопивши і розграбувавши Тбілісі. Виконуючи зобов'язання по Георгіївському трактату, Росія направила до Ірану Каспійський корпус, проте у грудні 1796 війська були відкликані у зв'язку зі вступом на російський престол Павла I і зміною курсу зовнішньої політики.
Після смерті Іраклія II трон дістався його синові, Георгію XII Багратіоні. Георгій XII став останнім грузинським царем. Не маючи сил для боротьби з агресією Ірану і з домаганнями братів на престол, Георгій XII попросив Павла I про ухвалення Грузії в підданство Росії. 22 грудня 1800 Павло I підписав маніфест про приєднання Грузії до Росії, обнародуваний вже після смерті Георгія XII.



Հերակլ II (1720-179😎, Կախեթի մարզի (1744-ից), ապա՝ Քարթլ-Կախեթի (1762 թվականից) թագավոր։ Վրաց Բագրատունիների դինաստիայից։ Ծրագրել է Հայաստանի և Վրաստանի միավորմամբ ստեղծել քրիստոնեական ուժեղ պետություն։ Հայ ազատագրական շարժման գործիչներ Հովսեփ Էմինը, Շահամիր Շահամիրյանը, Հովհաննես Արղությանը, Հովհաննես Լազարյանը և ուրիշները կապեր են հաստատել Հերակլ II-ի հետ և առաջադրել հայ-վրացական պետություն ստեղծելու նախագծեր։ Այդ ծրագիրը չի իրականացել Վրաստանի ֆեոդալական ներքին երկպառակությունների և արտաքին անբարենպաստ քաղաքական վիճակի պատճառով։
1783 թվականին Հերակլ II կնքել է Գեորգիևսկի (քաղաք Հյուսիսային Կովկասում) պայմանագիրը, որով ճանաչել էՌուսաստանի հովանավորությունը և հրաժարվել ինքնուրույն արտաքին քաղաքականությունից։ Նրա օրոք հիմնվել են պետական դպրոցներ և ճեմարաններ