დაპირებები, როგორც ასეთი...
Aveun.
მოგესალმებით ყველას მეგობრებო, პრეზიდენტობის კანდიდატი, თქვენი მონა მორჩილი - Aveun, მსურს გესაუბროთ მოახლოებულ არჩევნებზე...
deviko99-ის სტატია წავიკითხე და ამ ადამიანთან მაქვს შეკითხვა თუ იცის რა არის პრემიერ მინისტრის ვალდებულება? ნუ რათქმაუნდა თუ არ იცის დავაკვალიანებ, რომ პრემიერის ვალდებულებაა გაუწიოს კურირება ყველა დანარჩენ სამინისტროებს. კი მართალია სტატიები არ დამიწერია, პრემიერობის პერიოდში, ძირითდად გადართული ვიყავი საგარეო პოლიტიკაზე, სადაც უამრავი მოლაპარაკებები მინდინარეობდა, თუმცა საწადელს, მაინც ვერ მივაღწიეთ. დაკვირვებული ემოთამაშეები, მიხვდებოდნენ, რომ გვაქვს პრობლემები საბერძნეთთან, რომელმაც ჩვენს მტერ ბრაზილიასთან გააფორმა ორმაგი დაცვის ხელშეკრულება და ამ დღეებშიც მათ არ მოისურვეს ჩვენთან ოდპ-ს გაფორმება. ასევე იყო საუბრები ანტიასტერიული ალიანსის ჩამოყალიბებაზე, თუმცა ეს ყველაფერი, საბოლოოდ დროის ფლანგვა გამოდგა, რადგან ბულგარეთმა დაამტკიცა, რომ დიდად არ ანაღვლებს ეგ თემა.
სიმართლე გითხრათ ძველი მოთამაშეების გარდა, არც არავის ახსოვს თუ რა გამიკეთებია ქვეყნისათვის და იცით რატომ? რადგან ბევრისგან განსხვავებით არ დამიწერია ნარცისული შინაარსის სტატიები და არ დამიწყია ჩემს მიღწევებზე საუბარი. ამ თამაშში საქართველოს დამატების პირველივე დღიდან ვარ და ეს თუ არ არის საკმარისი, რომ მე საპრეზიდენტო კანდიატი ვიყო, მაშინ კი ბატონო, მიეცით ხმა deviko99-ს.
ხშირია შემთხვები, როდესაც ახალწვეულები ძალზედ პრიმიტიულად აფიქსირებენ თავის პოზიციას და გამოთქვავენ ისეთ პრეტენზიებს, რაც რეალურად აზრს არის მოკლებული, ჩემი თხოვნა იქნება, კარგად გაერკვიოთ ამ თამაშში და ჯანსაღად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები.
ძალიან მწყინს, როდესაც მოქმედ მთავრობას აკრიტიკებენ, როდესაც რეალურად ბიჭები არაფერს არ იშურებენ, რომ ამ წყეულ თამაშში ჩვენი ექვეყანა იყოს ძლიერი და ერთიანი, ხარჯავენ უამრავ თანხებს, როცა გვერდიდან, რომ შეხედოს ადამიანმა გეტყვის, რაში ყრი ფულსო და ამ დროს ბევრი გამოდის და მათ, რაღაც უაზრო შენიშვნებს აძლევს.
კიდევ წავიკითხე 1 მილიონი თუ დახარჯეთ, მაშინ 300 ათასი, რაღატო არ გადაუხადეთ სერბეთსო? - აი ეს ციტატა deviko99-ის სტატიიდან, არი კარგი დასტური ჩემი მაღლა ხსენებული სიტყვებისა, მივმართავ ყველას ვინც deviko-ს ამ სიტყვებს დაეთანხმა, ანუ თქვენ თვლით, რომ ჩვენ უნდა გადაგვეხადა 300 ათასი მტრისთვის და მიგვეშვა ისინი მოკავშირე თურქეთთან? უბრძოლველად? ნაღდად ესე ფიქრობთ? მიგვეტებინა მოკავშირე ომში, რომელიც მან ჩვენ გამო დაიწყო? ესე, რომ გვექნა ეს იქნებოდა უდიდესი სირცხვილი ჩვენი ქვეყნისათვის და დამღუპველი ჩვენი რეპუტაციისა, რომელსაც ეს 2 წელიწადი ვაგებდით, რეპუტაცია, რომელიც უამრავი ფულის და დროის ხარჯვის შემდგომ მოვიდა. დღეს ესაქართველოს ყველა იცნობს იმ ქვეყნად, რომელიც არ იხევს უკან და არ ღალატობს თავის მოკავშირეებს, რაც არ უნდა დაბრკოლებებს გადაეყაროს, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ! ნუ იქნებით ბანალურები და კარგად გაიაზრეთ, სანამ რაიმე განცხადებებს გააკეთებთ.
ეხლა კი უშუალოდ სტატიის მთავარ თემაზე.
ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ ვერ ვიტან ოპორტუნიზმს და ფარისევლობას, ამიტომ ზებუნებრივს არაფერს დაგპირდებით, ყველაფერი ისედაც ნათელია. ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია 2 აგრესორის მიერ და რასაკვიველია უმთავრესი პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება.
ქვეყნები, რომლებსაც ამჯერად "ვეჭიდავებით" არიან სერბეთი და პერუ, ვინც არ იცის და ახალი დარეგისტრირებულია, მინდა ვუთხრა, რომ სერბეთი არის ამ თამაშში ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა, როგორც ეკონომიკურად ისე სამხედრო განხრით, ასევე პერუ, მართალია სერბეთის დონის ქვეყანა არაა, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან, ამიტომ ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას, თუმცა ჯერ არ ყოლია ესაქართველოს მტერი, რომელიც რეგიონიდან მალევე არ გაგვიძევებია, მაგალითისთვის: ბულგარეთი,რუსეთი,ირანი,რუმინეთი,არგენტინა,პოლონეთი და ა.შ.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ბევრი ახალწვეული შევამჩნიე, რაც ძალიან მახარებს, აქ ადამიანური რესურსი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ვთვლი ჩემს მოვალეობად ვიზრუნო ამ ახალწვეულებზე, ამისთვის კი უკვე გაკეთდა ფორუმი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი Senna...-ს და Da Vinci Demon-ს. ვინც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, ჩემი პირადი თხოვნა იქნება გაიაროთ რეგისტრაცია და იაკტიუროთ, რადგან აქ განთავსდება აწ უკვე დაწერილი ყველა სასწავლო სტატიები, ნებისმიერ თემაზე იქნება ეს ეკონომიკა,პოლიტიკა თუ უამრავი სხვა.
განათლების სამინისტრო, ყველაფერს გააკეთებს, რომ იზრუნოს თითოეულ ახალწვეულზე, მოახდინოს მათი ინფორმირება და მაქსიმალურად თამაშის მექანიზმის გათვისება.
მოკლედ ვიტყვი, რომ ქვეყნის განთავისუფლების, შემდგომ ჩვენ ძირითადად ახალწვეულებზე გადავერთვებით. რეალშიც ფაციფისტი ადამიანი ვარ, ამიტომ მეეჭვება, რაიმე ომები გავაჩარხოთ, მინიმუმ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში.
მადლობა ყურადღებისათვის, პატივისცემით - Aveun
Comments
როგორც იქნა დაწერე სტატია რამოდენიმე თვის შემდეგ... ალბათ იმიტომ რომ ხვალე არჩევნებია და ძლიერი ოპოზიცია იგრძენი და ისევ ყველაფერი ისე ვერ მოხდება როგორც თქვენ გაწყობთ.
კაი.
დევიკოს გეგმებზე არ მაფანატებს მაგრამ წინა საარჩევნო სტატიის 3/6 პრაქტიკულად ოპონენტის კრიტიკას მიუძღვენი 2/6 უსარგებლო და ყველასთვის ნაცნობი ისტორია იყო მხოლოდ 2-3 აბზაცი ამართლებდა ტექსტის სათაურს
პასუხი გავეცი დევიკოს 🙂
სათაურადაც რომ დაგეწერა "პასუხი დევიკოს... " უფრო შეესაბამებოდა მოცემულ ტექსტს...
დარწმუნებულივარ ბევრი გაგიკეთებია ქვეყნისთვის და სამომავლოდ ბევრს აპირებ ასერომ წარმატებები არჩევნებზე იმედია იეთი კანდიდატი გაიმარჯვებს რომელიც ქვეყანას ამ მძიმე ვითარებიდან გამოიყვანს 🙂
სერბეთთან არ დადებული ზავი დიდი შეცდომა იყო ქვეყნისათვის ჯერ ეს ერთც ჩვენს გამო არ დაწყებულა ეს ომი, ჩვენ თურქების დასახმარებლად ჩავებით ამ ომში თავიდანვე და ძალიან ბევრიც გავაკეთეთ მათთვის(იმაზე ბევრიც ვიდრე ვალდებულნი ვიყავით) .300კ გადახდა კიდე გრეხი ნამდვილად არ იქნებოდა ამით დიდ ხნიან მშვიდობას ვიყიდდით, ძალიან დიდ რესურსს დავაგროვებდით და მომავალი ომებისათვის .საფუძვლიანად მოვემზადებოდით.ეხლა კიდე სხვა რო არაფერი 300კ შეიძლება ისეც ამოიღონ სერბებმა ჩვენგან. ეს რეპუტაცია კიდე კარგია იმდნად რამდენადაც საგარეო პოლიტიკის გატარებაში გვეხმარება,თორე ყოველი მსგავსი დილემის დროს დამოუკიდებლობა რო დავკარგოთ სრული უაზრობა იქნება და კიდე ტემსისის დროს კარგად აკრიტიკებდით თქვენივე წარმოებულ საგარეო პოლიტიკას.
მართლა გრეხი იქნებოდა 300 კ რომ გადაგვეხადა 🙂 მითუმეტეს მაშინ როცა თურქეთთან ერთად ვიყავით და აქამდე მივიდა საქმე და უცბად ჩვენ ხარკს გადავუხდიდით კარგი რა...
ჯერ ერთი მთელი მსოფლიო საქართველოს იცნობს როგორც მებრძოლ ხალხს...
მერე მეორე როცა იცი რომ შენი მოკავშირის (თურქეთის) დასაპყრობად მოდის სერბეთი და თან უნდა რომ შენც გადაგიაროს ამ გზაზე საქმიდან ეგრე გასვლა ძაან გრეხი იქნებოდა და ჩვენ თავგანწირვას რაც თურქეთისთვის გავაკეთეთ აზრი აღარ ექნებოდა...
ესაა ჩემი კომენტარი... :დ
კაი რა ისტორიაში რაც ჩვენ ხარკი გვიხდია ეგეთი უნდა მაგრამ კიდე გვქონდა მებრძოლი ერის სახელი :დ ამ თურქებს კიდე გადავაყოლეთ მთელი ქვეყანა და ეგაა რა :დ
გამოსავალი როცა არიყო კი მაგრამ სულ ვიბრძოდით და ახლაც ვიბრძოლებთ თამაშში :დ
თურქეთს რაც შეეხება ბევრჯერ პირიქითაც დაგვხმარებიან მაგრამ ეგ ადრე მაშინ როცა არ ვთამაშობდი მე მაგრამ ვიცი ვინც თამაშობდა მაგათგან გადმოცემით...
შენ რაგგონია თურქეთის დასუსტება საქართველოს დასუსტება არაა?
ჩვენ რომ გავსულიყავით საქმიდან ადრე თუ გვიან მაინც მოგვადგებოდა ვინმე ასტერიადან და წაგვშლიდა მაგას ჯობია ვიბრძოლოთ როგორც ადრე მე რომ დავრეგისტრირდი და გავაჯმევინოთ მტრებს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყნიდან ისე რომ უკან შემოსვლა აღარ მოუნდეთ და ბევრი იზარალონ თორემ ადრეთუგვიან იმ ხარკკს ვიღაცა მაინც დაიკიდებდა და გადაგვივლიდა...
და საქართველოს თურქეთისთვის რომ არ ეომა მოვიდოდა ვინმე კეთილის მსურველი და ჩვენც გადაგვიყოლებდა და ვინ დაგვეხმარებოდა? ყველამ ვიცით რომ სუსტი ძალავრთ და მარტო მტერს ვერ დავმარცხებთ...
თურქეთი წაშლილი იქნებოდა ვერ დაგვეხმარებოდა ხორვატია და ეგენი ისედაც არ იწუხებენ თავს და წარმოიდგინე რამდენს მოუნდებოდა ამ მიწების დაპატრონება :დ
გვანგვალ ხარკი სხვა რამეა, მითუმეტეს ეს თამაშია და არა რეალი, ეს ომი თურქეთი ჩვენ გამო დაიწყო და ჩვენ ზავი დაგვედო სერბეთთან? ეს თემა არც უნდა განიხილებოდეს ჩემი აზრით.
თურქეთმა*
ra metqva, bodishi chemo dzmao rom 6 tvis win xorvatias gantavisuflebashi davexmaret, ager tqven 300k da pirobas gazlev 4 tve shen megobrebs ar shevexebit gtxov dagvindetqo? heh ar iyo etyoba 6 jer prezidentoba sakmarisi kargad rom gagecanit
"heh ar iyo etyoba 6 jer prezidentoba sakmarisi kargad rom gagecanit" es muqarad mivigot?
ertaderti gza rom mag winadadebashi muqara dainaxo intriganobaa, ase rom eg kitxva shen tavs unda dausva chemo dzmao, ezeb tu ara chems gadawyvetilebebshi intrigas
gio 4 tve ara 6 tvemde avakvanine vachrobit 😃😃😃😃😃:
და კიდევ ასტერიის საპირისპირო ბლოკი სერიოზულად პრინციპში არც არის შემდგარი ასე რომ ჩვენი საგარეო ავტორიტეტის გამო სამწუხაროდ არავინ შეიწუხებს დიდად თავს რომ დაგვეხმაროს,ამიტომაც მომავალში აუცილებელია პირველ პლანზე, საგარეო ავტიორიტეტზე წინ,ქვეყნის ინტერესები დავაყენოთ
ის რეპუტაცია, რომ არა რაც ეხლა ჩვენს ქვეყანას გააჩნია, არც არავინ დაგვეხმარებოდა და 300კ, რომ გადაგვეხადა სერბეთისთვის ჩათვალე აქ ნულის ტოლფასი გავხდებოდით მომენტალურად.
o7
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2585933/1/20
amxela pasuxitvis mec xo unda meca sakadrisi pativi da dagiwere pasuxis pasuxi 🙂
mezareba wakitxva aveun mara shn gverdit var 🙂
ეს ის ტიპია სტატიებს რომ არ წერს და ქვეყანა გაყვლიფა სხვებთან ერთად? და სერბეთთან ომი დაიკიდა? გაუმარჯოს დევიკოს!
არაუშავს მოვა დევიკო და ქვეყნის ინტერებს ყველაზე წინ დააყენებს 🙂
ძალისნ მომეწონა ის რომ წინა საარჩევნო სტატიები საქმიანია და არა ვარდებულებითი!!!
რაც შეეხება 300.000cc-ს,მო მხოლოდ ერთს ვიტყვი!!!
სჯობს მონობაში გადიდგულებულს,თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი,სხვა საქართველოს ნურსად ნუ ეძებთ,ესაქართველო აი აქ არის!!!
წარმატებები ყველას!!
მშვენიერია 🙂 კარგი კაცი ხარ წარმატებებს გისურვებ