საქართველო სერბეთში

Day 2,893, 10:28 Published in Georgia Argentina by M i r M i



სალამი.
წინა სტატიაში გაგაცანით 3 დღის წინანდელი მდგომარეობა საქართველოს მიერ წარმოებული საომარი მოქმედების შესახებ ამ სტატიაში
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2558169/1/20

ახლა კიდე ვეცდები დანარჩენი მოგიყვეთ.

ჩვენ მოვახერხეთ აგვეღო სერბეთი ერთი რეგიონი და მანდ გავჩერდით, იმიტომ რომ ასაღები არაფერი დარჩა 😁 http://prntscr.com/8u4hpt

დღევანდელი მდგომარეობით სერბეთს არც ერთი რეგიონი არ აქვს.
http://prntscr.com/8u4ibb

http://prntscr.com/8u4isg

ეს იყო ჩვენი ამ კამპანიის მიზანი, დავხმარებოდით მეგობარ ხორვატიას დასახული მიზნის მიღწევაში და სერბეთს ამ თვეში კონგრესი არ/ვერ ეყოლება. ჩვენი ამოცანა კარგად შევასრულეთ. ახლა შეგვიძლია მშვიდად ვწრუპოთ ბუხრის პირას ცხელი ჩაი და ბაბუას მოყოლილ ზღაპრებს მოვუსმინოთ. სერბეთი დღეს სავარაუდოდ აჯანყდება, ნუ მიაკლავთ თავს, შანსი მაინც არ გვაქვს 😁

სერბეთთან ომში გამოჩენილი თავდადებისთვის საქართველოს ღირსეული მოქალაქის ტიტული მიენიჭა ამ იუზერს http://www.erepublik.com/en/citizen/profile/2131265 .

კომიკური იყო ის სიტუაცია, რასაც სერბეთისთვის ფულის შეგროვება ერქვა. წარმოიდგინეთ, სერბეთი არის ქვეყანა რომლის ბიუჯეტში თვეში 6 მილიონამდე თანხა შედის, და ტიპებმა სტატია დაწერეს სერბეთს ფული შევუგროვოთო 🙂 ამაზე მეტი უნამუსობა რა შეიძლება იყოს არ ვიცი.

ჰო, ამ ომის დროს რუმინეთმა საკაიფოდ მიასხა უნგრეთს, რომელმაც რეგიონი გადაუკეტა და სპეციალურად მის წინააღმდეგ მოქმედებაში დანაშაულა. რეგიონის გადაკეტვის გამო რუმინეთს 24 საათი ,,გაუცდა" და ხორვატიას ვერ შეუტია.

რუმინეთმა როგორც მოსალოდნელი იყო ადვილად წაიღო ჩვენს მიერ ბოსნიაში მოპოვებული რეგიონები. ჩვენ კონცენტრირება სერბეთთან ომზე გვქონდა, ამიტომ მათთვის წინააღმდეგობის გაწევით დიდად არ შეგვიწუხებია თავი.

უნგრეთი და სლოვენია აგრძელებენ ხორვატიისთვის შეტევას, ამ სიას დღეს რუმინეთიც დაემატა. თუმცა ხორვატები ამას იგნორს უკეთებდნენ დღემდე და ბოლომდე სერბეთზე იყვნენ კონცენტრირებულნი, ახლა რას იზამენ არ ვიცი, სავარაუდოდ რეგიონების დაბრუნებას, რაშიც დავეხმარებით კიდეც.

დამთავრდა თურქეთთან ომიც, დღეც ბოლო რეგიონს დავიბრუნებთ აჯანყებით. ხოლო აფხაზეთი 2 თვის განმავლობაში თურქეთისთვის მიქირავებულად დარჩება. თურქეთთან უკვე დავდეთ სამშვიდობო ხელშეკრულება და ამ ეტაპზე ხდება მპპ-ების განახლება.

ამ ომის დროს მეტად მნიშვნელოვანი იყო თურქეთის მიერ სერბეთის გამოძევება არაბთა გაერთიანებული საემიროების ტერიტორიიდან, დღეს თურქეთი ამ რეგიონების აღებას ცდილობს.

სამწუხაროდ ძალიან ცუდ დღეშია ჩვენი მეგობარი ესპანეთი, ამ გაწამაწიის დროსაც ვეცადე დავხმარებოდი, 50 ათასამდე ფული დავხარჯე კომბატ ორდერების დადებაში, მაგრამ ორი მონსტრი უტევს და სამწუხაროდ ქმედითად ვერ ვეხმარებით.

http://prntscr.com/8u4n3e
ამ ომების შედეგად ალბანეთი ტოპ 5-ში ,,გაიჩითა" 🙂


ეს იყო ის, რაც ხდებოდა მსოფლიოში, ნიკა გვარამიას განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ 😁)

ამ სტატიაშივე დავწერ ჩემს პარტიაზე, ძალიან მეზარება კიდე ბრაუზერის გაწმენდა და ხელახლა შემოსვლა.

http://www.erepublik.com/en/party/erovnul-demokratiuli-partia-4773/1
გაწევრიანდით ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში, სულ მალე კონგრესის არჩევნები იქნება და შანსი გაქვთ კონგრესმენები გახდეთ.
ყველა პარტიის წევრს, რომელიც კომენტარში დაწერს სამხედრო მისალმებას ,,ო7" მიიღებს 1000 ენერგიის საკვებს.