ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

Day 2,888, 09:49 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა ხალხო.

მე წარდგენილი ვარ პრეზიდენტობის კანდიდატად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან და დღეს მინდა ორ თემაზე ვისაუბრო, რომელიც ძალიანაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან, ესაა ჩვენი პარტია და ესაა საპრეზიდენტო არჩევნები.

პირველ რიგში მინდა მოგიწოდოთ გაწევრიანდეთ ჩვენს პარტიაში.
http://www.erepublik.com/en/party/erovnul-demokratiuli-partia-4773/1
პარტიის ყველა წევრისთვის ყოველ დღე დაიდება ახალი სტატია და წევრები მიიღებენ 1000 ენერგიის საკვებს, ხოლო ისინი ვისი ძალაც 1000-ზე მეტი იქნება 20 ქ7 იარაღს.

მაგრამ ეს მთავარი არაა და მხოლოდ იმის გამო ნუ გაწევრიანდებით ჩვენთან რომ უფასოდ მიიღოთ საკვები და იარაღი. მთავარი ის იდეებია რომლითაც ჩვენ მოვალთ.

ამ პარტიას არასდროს ჰყოლია წევრების დიდი რაოდენობა, მაგრამ ყოველთვის პატიოსნად თამაშობდა და ერთ-ერთ იმ პარტიას წარმოადგენს რომელსაც დიდი როლი აქვს ნათამაშები ქვეყნის განვითარებაში. არასდროს (გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც საიტმა აურია) ედპ-ს არჩევნებში მიღებული ხმები არ დაუკარგავს, იმიტომ რომ ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია ალტერები.

ედპ-ს მიზანი ყოველთვის იყო ქვეყნის ინტერესებისთვის ზრუნვა და ასე იქნება ყოველთვის, ამიტომ კარგი იქნება თუ ისეთი მოთამაშე-მეომრები შემოგვიერთდებით ვისაც არ ეზარება ქვეყნისთვის ზრუნვა და კარგი საქმეების კეთება. ფეხის ფეხზე გადადებას არ გაპატიებთ 😁)

დღევანდელი მდგომარეობით პარტია ხუთეულს მიღმაა და ვერც კონგრესისთვის იბრძვის. როგორც უკვე გითხარით მე პრეზიდენტობასაც ვაპირებ, შესაბამისად გპირდებით, რომ თუ ჩვენი პარტია კონგრესში გავა, ამასთან მე პრეზიდენტი გავხდები ჩვენი კონგრესმენები არა მხოლოდ ,,ქაღალდზე" იქნებიან კონგრესმენები, არამედ მათ რეალურ ფუნქციებსაც შეასრულებენ. ანუ, თუ ზემოთ აღნიშნულ ორ პირობას მივიღებთ მე და ჩემი მომხრეები ვაპირებთ რომ დიქტატურა გავაუქმოთ.

დიქტატურის ,,შემოღების" იდეა თავიდანვე პატრიოტულ მიზნებს ემსახურებოდა. ახალი შემოტანილი იყო თამაშში ეს ,,ფუნქცია" და პატარა ქვეყნებში სხვა უცხო ქვეყნების მიერ მოწყობილი დიქტატურების ბუმი იყო. ამიტომ თავი დავიზღვიეთ და ჩვენვე დავამყარეთ დიქტატურა. მართალია მაშინ ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ვხედავთ საქართველომ არ წააგო და ეს თვეები უსაფრთხოდ ვიყავით. დღევანდელი მდგომარეობით ეს საფრთხე ნაკლებია, ის ბუმი რაც თავიდან იყო აღარ არსებობს, ამასთან საკმაოდ დაცულები ვართ საგარეო და საშინაო ფაქტორების გამო. საფრთხე რასაკვირველია რჩება, მაგრამ იმედი მაქვს გავუმკლავდებით.

ამიტომ, კარგი იქნება თუ დიქტატურა აღარ გვექნება და კონგრესი იკონგრესებს, რისი განხორციელების პირობასაც მე გაძლევთ იმ შემთხვევაში თუკი ჩვენი პარტია ტოპ-5-ში მაინც შევა და მე პრეზიდენტი გავხდები.

ამიტომ მინდა რომ გახდეთ პარტიის წევრები აქტიური და საქმის გამკეთებელი ხალხი, რომ იყოთ კონგრესში და მიიღოთ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.

ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ იმას რაც ესაქართველოში პირველად განხორციელდა ჩემი პირველი პრეზიდენტობის დროს, მთავრობას და პრეზიდენტს ეყოლებათ პრეს-სპიკერი რომელიც ყოველ კვირა ჩაგაბარებთ ანგარშს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ განვითარებული მოვლენების შესახებ. ჩვენ გვეყოლება აქტიური მთავრობა, რომელიც ორიენტირებული იქნება აქტიურ ქმედებებზე და არა ყვერების ფხანაზე.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა პასუხისმგებლობაა და არა პრივილეგია და ეს პასუხისმგებლობა იმ ხალხმა უნდა აიღოს თავის თავზე ვისაც ამის ენერგია და უნარი აქვს. ამიტომ იაქტიურეთ, შემოდით ჩვენთან პარტიაში და ჩვენთან ერთად მართეთ ქვეყანა 🙂

აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება ჩვენი პარტიის ლიდერზე რომელიც უცხოელია. 😁) რა არ აკადრეს ამ ადამიანს, პმ-ებში გინება, პარტიაც აახიეს, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ იმდენი რომ ის საქართველოში დავტოვეთ, დავიმეგობრეთ და დღეს ჩვენს გვერდითაა. ესაა ჩვენი დამოკიდებულება უცხოელების მიმართ, არ გვყავს დასაკარგი არც ქართველი და არც ის უცხოელი რომელსაც უნდა რომ საქართველოს მოქალაქე იყოს. ყოველთვის ვმუშაობდით ამ კონტიგენტზე და ახლაც ეგრე გავაგრძელებთ.

საგარეო ურთიერთობებზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. ჩემი პრეზიდენტობის დროს გადაიხედება ურთიერთობები მაკედონიასთან და ბულგარეთთან. მაკედონიამ არც თუ ისე ცოტა ხნის წინ მპპ გააფორმა უნგრეთთან, ქვეყანასთან რომელიც სისხლს უშრობს ხოლმე ჩვენს მეგობარ უკრაინას. ასევე გამოთქვა მზადყოფნა რომ სერბეთს დაუმეგობრდეს. მე ვფიქრო მაკედონიამ თავად აირჩია თავისი გზა და ამ გზაზე ჩვენ მის გვერდით არ/ვერ ვიქნებით იმ პოლიტიკიდან გამომდინარე რასაც ის ახორციელებს. რაც შეეხება ბულგარეთს, ბულგარეთთან ჯერ-ჯერობით არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, პირიქით ძალიანაც ვმეგობრობთ, მაგრამ იწერება სტატიები რომ ისინიც ამ გზაზე გავლენ, რაზეც მაკედონია, ამიტომ სავარაუდოდ მათთანაც გადაიხედება ჩვენი ურთიერთობები.

ჩვენი თანამშრომლობა აქტიური იქნება თურქეთთან, ხორვატიასთან, ესპანეთთან, უკრაინასთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან.

მოკლედ ხალხო, ჩემი გამარჯვების (საპრეზიდენტო არჩევნებში) და ჩვენი გამარჯვების (კონგრესის არჩევნებში) შემთხვევაში მე თქვენ პირდებით და გაძლევთ სრულ შანსს, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მართვაში, გააძლიეროთ საქართველო და განახორციელოთ თქვენი გეგმები.

თუ გეყოთ მოთმინება, ბოლომდე წაიკითხეთ და აქამდე მოხვედით დაწერეთ ,,o7" კომენტარი სტატიაზე და თუკი თქვენ ხართ გაწევრიანებული ედპ-ში მიიღებთ 1000 ენერგიის საკვებს და თუ თქვენი ძალა 1000-ზე მეტია 20 ქ7 იარაღს.