360 Gradus ინტერვიუ Jimmy Levy საპრეზიდენტო არჩევნები

Day 2,481, 07:53 Published in Georgia Austria by NicK TS

გამარჯობათ ესაქართველოს მოქლაქეებო, დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია და 360 გრადუსი დაინტერესდა მთავარი კანდიდატის მოსაზრებით, რომელიც ეხება საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვას, განათლებას და შიდა-პოლიტიკურ მოვლენებს. გთავაზობთ ინტერვიუს Jimmy levy-სთან. იმედი მაქვს ეს სტატია დაგეხმარებათ გადაწყვეტილები სმიღებაში, რომელიც 5 სექტემბერს უნდა გაავაკეთოთ. პ.ს მოგიწოდებთ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი.

1. მთავარი სიახლე რაც ამ კვირაში დაფიქსირდა ის იყო რომ თქვენს პარტიას სახელი შეეცვალა, რა მიზეზით მოხდა ეს?.


ჩვენი პარტიისთვის სახელის შეცვლა დიდი ხანია მინდოდა. ძველი სახელი დარქმეული იყო პარტიის დამაარსებლებისგან. მოგეხსენებათ ის პარტია უცხოელმა პტო-ებმა დააარსეს, რათა ქართველებისთვის ხელისუფლება ჩამოერთმიათ და თურქული მმართველობა დაემყარებინათ. ეს არ გამოუვიდათ, რადგან დაინახეს რამდენი ძველი თუ ახალი ქართველი მოთამაშე ჩაერთო. ცოტა ხანში კი პირიქით მათ ჩამოვართვით მმართველობა (ოღონდ პარტიაში) და პარტია გახდა ჩვენი, ქართული. ისინი მთლიანად გავიდნენ პარტიიდან.
მინდოდა სახელიც და ემბლემაც შემეცვალა. რამდენჯერმე ვკითხე კიდეც თანაპარტიელებს, ხომ არ შემომთავაზებდნენ სხვა სახელს.
ბოლოს გადავწყვიტე დამერქმია ის, რაც რეალურ ცხოვრებაშიც მესიმპატიურება.
ქრისტიან დემოკრატიული კავშირი
მოგეხსენებათ იმ ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ რა ძლიერი და პოპულარულია ეს პარტია.
ისევე, როგორც ესაქართველოში მისი სეხნია 🙂

2. რამდენად მოელოდით UGP-ს მიერ R. P. McMurphy-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერას?

სულ არსებობდა მოვლენების განვითარების სამი ვარიანტი
1. უგპ-ს მიერ ედპ-ს კანდიდატის მხარდაჭერა
2. პირიქით
3. ორივეს თავისი კანდიდატი გაეყვანა არჩევნებზე
თეორიულად სხვა ვარიანტების არსებობდა, მაგრამ იმდენად მცირე იყო მათი შანსი, რომ არც მიფიქრია მათზე.
ველოდი სამივეს ჩამოთვლითაგან. თუმცა გადაწყვეტილების მიღებაზე რამე ზეგავლენის მოხდენა, ან ზუსტი განჭვრეტა ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა.
რა თქმა უნდა მათი შეთანხმება მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე. მაგრამ რამდენად დიდ და გადამწყვეტს, ამას გავიგებთ არჩევნების შემდეგ, როცა ხმების დათვლა დამთავრდება.
ყველა ვარიანტში მათ ამ გდაწყვეტილებას მე აღვიქვამ როგორც კომპლიმენტს ჩემს მიმართ. 🙂

3. როგორც ყველასათვის ცნობილია მომავალ პრეზიდენტს რთული დღეები ელის წინ, რადგან მისი პრეზიდენტობის დროს თბილისზე დაცვის მოხსნა მოხდება. როგორ აპირებთ საგარეო საფრთხეების თავიდან აცილებას. რა გეგმები გაქვთ?

ზუსტად განსაზღვრული სამოქმედო გეგმა არ მაქვს. მაქვს რამდენიმე მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და მათი ასეთი განვითარების შემთხვევაში რა შეიძლება ჩვენ მოვიმოქმედოთ. მოგეხსენებათ მოვლენები ათასნაირად შეიძლება განვითარდეს, შესაბამისად ათასნაირი გეგმაც ვერ გვექნება.
ერთში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ - ვიზამთ ყველაფერს, გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ესაქართველო რაც შეძლება ნაკლებად დაზარალდეს.

4. როგორია თქვენი საგარეო პოლიტიკური ხედვა და როგორ აფასებთ Root-ის მუშაობას, გამარჯვების შემთხვევაში რაიმე ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ ამ მიმართულებით?

Root-ზე განსაკუთრებულ იმედს არც თავიდან ვამყარებდი, თუმცა არ შეიძლება შეცდომა ეწოდოს ამ ალიანსში გაწევრიანებას.
გამარჯვების შემთხვევაში მეტ აქცენტს გავაკეთებ მპპ-ებზე, როგორც უფრო ეფექტურ ბერკეტს მოკავშირეების შესაძენად.
როგორც მოგეხსენებათ ძლიერი ალიანსები არ ილტვიან ჩვენთან სათანამშრომლოდ, ჩვენი სისუსტის გამო. რადგან ჯერ ისევ სუსტი ქვეყანა ვართ, ამ მხრივ რამე სასიკეთო ძვრას არ ველი. შესაბამისად ამ მიმართულებით არ მაქვს არაფერი დაგეგმილი.
როგორც მოგახსენეთ ჩემი პრიორიტებია მპპ-ები. პლიუს ამისა წინა ინტერვიუშიც მოგახსენეთ, ვაპირებ ცალკეული მებრძოლები მოვიწვიო საქართველოში. გვაქვს კავშირები სხვადასხვა უცხოურ უნიტთან.
ჩემს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს (თემოს) აქვს საინტერესო პროექტი ლეგიონერების მოწვევის.

5. სამხედრო დანაყოფების მიმართულებით თუ აპირებთ რეფორმების განხოორციელებას და გეგმავთ თუ არა სახელმწიფო რეზერვის და კადეტთა აკადემიის კიდევ უფრო გაძლიერებს?

რეზერვი როგორც ასეთი აღარ არსებობს.
კადეტებს აუცილებლად მივხედავ შესაბამისად.
პირველ რიგში აღარ დავუშვებ ვინმემ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს ეს, როგორც ახლა ხდება.
მეორე რიგში მივხედავ ისე, როგორც საკუთარ უნიტს.
მიუხედავად იმისა, რომ კადეტები სახელმწიფოს დაფინანსებაზე იმყოფებიან, მასში სავალალო მდგომარეობაა, რადგან არავის უნდა მიხედოს.
ეს იმ დროს, როცა ჩემს უნიტში ყველაფერი ხუთიანზეა და ახლა ვფიქრობთ როგორ გავხადოთ სიტუაცია ხუთიანზე პლიუსით. ჩემ უნიტში (საქართველოს ეროვნული არმია) არათუ ქმედითი მეთაურები არიან, კაპიტნებიც ყოველდღიუ მუშაობაში არიან ჩაბმული. მათთან ყოველდღიურ და ინტენსიურ კონტაქტზე ვარ, ისინი კი თავის მხრივ თავისი რეჯიმენტების მეომრებთან. ყოველი მეომარი, რომელიც ითხოვს, მიეწოდება საუკეთესო ხარისხის იარაღი. ძალიან ხშირად კი ისინიც იღებენ, ვინც არ ითხოვს. მარტო განვლილი 3-4 დღის განმავლობაში უნიტში დარიგდა დაახლოებით ათასი ქ7 იარაღი. დანარჩენი ქ-ს იარაღს და საკვებს აღარ ჩამოვთვლი. კაპიტნებისგან მოვითხოვ მხოლოდ ერთს - იზრუნონ და მიხედონ საკუთარ ბატალიონს (რეჯიმენტს), დაარიგონ იარაღი და დაეხმარონ მებრძოლებს. საამისო რესურსებით ისინი უზრუნველყოფილი არიან ჩემგან.
კადეტების მთავარი პრობლემა მათზე დაინტერესებული ხალხის არარსებობაა.
მე ვიცი საიდან მოვიყვანო ეს ხალხი და შემდეგ როგორ ვუხელმძღვანელო.
აი ამიხსენით, რატომ უნდა ურიგებდნენ კადეტებს რესურსებს ჩემი გუნდის წევრები? არა და ასეთი რამდენიმეა, არა ერთი...
ხელისუფლება კი ძალიან საეჭვოდ პასიურობს ამ მიმართულებით.
გინდათ გითხრათ ნამდვილი მიზეზი?
ეზარებათ მუშაობა. ეზარებათ კონტროლი სახელმწიფო სტრუქტურების.
მათ სურთ მხოლოდ მხოლოდ მიიღონ (მომხრეები) და არ გასცენ (მათზე ზრუნვა... თუნდაც არამატერიალური).
ამის შეცვლას ვაპირებ მე.

6. როგორ შეაფასებთ წინა საარჩევნო პერიოდს და თქვენი ოპონენტების დამოკიდებულებას და მათ შანსებს?

მოგების შანსი ორივეს გვაქვს (მე და მაკმერფის), არჩევანის გაკეთების საშუალება კი ექართველ ხალხს. ვნახოთ ვინ მოიგებს, მეც მაინტერესებს.
ვფიქრობ მე უნდა მოვიგო და ჩემი რეიტინგი მისაზე უფრო მაღალია.
ალბათ ისიც ასე ფიქრობს თავის თავზე.
წინასაარჩევნო პერიოდზე არ მინდა ვისაუბრო. ჩვენი ინტერვიუ ცოტა არ იყოს დაგვიანებით გამოვა და არჩევნების დღეს არ მინდა ოპონენტებზე აუგი წამომცდეს, არ გამოჩნდება ეს ჩემგან ლამაზად.
ისე უამრავ არცთუ სასიამოვნო ამბავზე ვისაუბრებდი.
უბრალოდ მინდა მივმართო ზოგიერთს: გაიღიმეთ ხალხო, მოეშვით და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს მხოლოდ თამაშია და არა რეალური ცხოვრება. საინტერესო და სასიამოვნო თამაშია. ისიამოვნეთ თქვენს და ეცადეთ თქვენს ექვეყანას რაიმეში გამოადგეთ.
და თუ ნერვები არ გყოფნით ან მოჭარბებული ემოცია გაქვთ, მაშინ ნუ იტვირთავთ იმას, რისი ტვირთვაც არ შეგიძლიათ.
ჩემი მხრივ მინდა მოგახსენოთ, რომ პიროვნულად არცერთი თქვენგანის მიმართ არ განვიცდი რამე უარყოფით ემოციას, არ მძულხართ რა თქმა უნდა და თქვენდამი ჩემი ამ თამაშში პაექრობა თამაშშივე რჩება.
აი ესაქართველო კი მართლა მეცოდება თქვენს ხელში, ამას ვერ უარვყოფ.
ამიტომ ყოველთვის ვეცდები მოგიგოთ 🙂.