ეს მხოლოდ დასაწყისია ...

Day 2,938, 03:11 Published in Georgia India by Ready to Die G
უპირველეს ყოვლისა, წარმატებას ვუსურვებ თემსისს, მთელი ჩვენი პარტიის სახელით .
ახლა კი მცირე არათემატური ექსკურსი.

ეს კი მხოლოდ დასაწყისია,დასაწყისია უმიზნო ხეტიალისა,როდესაც მზე გიწვავს ქუთუთოებს და ალი ედება წაქცეულ წარმოსახვას,გონება გაჰკივის თავის ტკივილის ხარჯზე ,როდესაც არავის ყურადღებას ამჩნევ , აფრქვევ გარშემო აგონიას და უჩუმრად ტოვებ შემწვარ ფოლორცზე უზარმაზარ კვალს,რომელიც ,ფაქტია,არ გეკუთვნის.

სინამდვილეში კი მოკლე შავი თმითა და შავი თვალებით შემკობილი სახე მიიწევს წინ,მივა კედელთან და დასვამს წერტილს, ეს ,ალბათ, სამყაროს დასასრულია,ვინ იცის,თუმცა ,ამ დროს,თეთრი ფანჯრიდან გამოიხედავს ყმაწვილი და შეიყვარებს დაბნეულ მზერას; სადღაც ცისარტყელაც აფრიალდება ხალხის წვიმის ,მანქანების რახა-რუხისა და ნაბიჯების არითმიული დაგუდული ხმის შემდეგ; სადღაც ლავიწების მტვრევის ხმა ,მუშტის მკვახე შეფერილობა და გაცრეცილი ფეხსაცმლის ასფლტთან შეგებების მელოდიური ფონი მძვინვარებს,რასაც თან სიგარეტის ნამწვავის მე-3 სართულიდან გადაგდება და მოგრძო შავ თმაზე დაკიდება ერთვის, ფურთხი დაასრულებდა პანორამას და ისიც მე-5 დან ხალათისამარა , აივანზე მიტმასნულმა სუბიექტმა, აჩუქა ქალაქს; სადღაც გიტარას აჩხაკუნებს მავანი და ვიღაც თავის ხრინწიან ხმას შეუფერებს,თუმცა ,ამაოდ,სადღაც ,გზაზე გადასასვლელიდან 10 მეტრში ფეხმომტვრეულსა და თავისივე სისხლში მოცურავე გადავარდნილი თავის მქონე ადამიანს შემორტყმია ბრბო ,უკან ისმის გინება,წივილი და მისი უდიდებულესობა -ხარხარი,იქვე კი კაცი თავის(არ გეშლებათ) ოფლში იხარშება და თავზე შემოუწყვია ხელები; სადღაც ძაღლი გარბის , ხოლო 4 მოსწავლე სიცილით ადევნებია,თუმცა მალევე 4 ყბა გაიტკაცუნებს,როდესაც ძაღლი მშფოთვარე სუბიექტებს გადაეყრება; სადღაც ,დედას აზრით ფეხმოტეხილი ყმაწვილი, სისხლისგან იცლება ,წითელ მიწაზე მიხოხავს და მორბენალ გოგონას სთხოვს დახმარებას, (შემდეგ,თუ გადარჩა,იქნებ იქორწინონ); სადღაც ცხრა ბავშვი ისმენს,თუ როგორ აკეთებენ(არ გეშლებათ) „იმ საქმეს“ მშობლები ძირგავარდნილ ტახტზე,გარეთ კი ერთადერთი მამალი დარაჯობს 4 ქათამსა და 2 წიწილას; სადღაც რეალობა ფეთქდება(გოგონა მეორე,წითელ,წერტილს ხატავს ,ყმაწვილს კი მეტად უყვარდება გამყინავი მზერა);სადღაც სიცილ-სიცილით შერბიან წყალში ღამით და (არც ეს გეშლებათ) ყველა ბრუნდება ნაპირზე, სადღაც(გაღმა ნაპირზე) გადატეხილი ბოთლით ხელში დარბის ყმაწვილი ,დანარჩენები კი აქეთ-იქით იფანტებიან(დაჭერობანას თამაშობენ,ალბათ);
სადღაც გვყიდიან,სადღაც გრიალებს ტყვიამფრქვევი და სულამღვრეული არსებები იფშვნებიან;სადღაც გლეხი ქვაზე აბლაგვებს თოხს;სადღაც ხატს კოცნიან ,შემდეგ ფეხით თელავენ თავიანთ კერპებს და გრძელდება ასე სასრულიდან უსასრულობამდე;სადღაც ქეიფობს პეტრე,რომელიც სცემს პავლეს,რომელსაც წამოსცდება,როგორ გაუბახა პეტრეს ცოლი,რომელიც სახლში, ... ,ივანესთან;სადღაც ჩვენ ვხვდებით ვინ ვართ;სადღაც ვიღაც მშობელს მისდევს ჟანგიანი ნაჯახით; სადღაც ვიღაც ლურჯი ხელებით კვდება სავაჭრო ცენტრის ლურჯად გადაღებილ წითელ საპირფარეშოში; სადღაც მე ვსეირნობ, არ მხვდება აგური და არ ვკვდები!!! სადღაც ჰაერში იფანტება სიტყვები - ის საშინელია-ამ დროს კი ღრუბელი ამოიხვნეშებს და ამოაღებინებს ბინძურ წვიმას,რომელიც ასე ჩვეულია და რომელიც ჩემს სულსაც ამღვრევს და აბინძურებს,გულს კალაპოტიდან აგდებს ,შემდეგ კი მოციმციმე არითმიის რითმით გავრბივარ;სადღაც მეც! ვიღებ გადაჭრილ ბოთლს ; სადღაც მყრალი სუნი ბობოქრობს,ხოლო იქვე დედიშობილა პირმშო ნებივრობს; სადღაც მე-9 სართულიდან მოფრინავს გვამი; სადღაც ყვავილებს ტალახში აზელილ მწვანილის დახლზე ჰყიდიან ; სადღაც რეალობა იკარგება ,ალბათ,იქ ,სადაც „მე შენ მიყვარხარ“,როდესაც მესამე წერტილს ამთავრებ.
სადღაც იბადება იმედი,რომელიც მეც მამხილებს და გააგრძელებს...

03.2014