MOD ანგარიში

Day 3,121, 07:06 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა.

ამ ერთი თვის განმავლობაში მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, და წარმოგიდგენთ ჩემს ანგარიშს.
მომდევნო თვეში ნამდვილად არ ვიქნები თავდაცვის მინისტრი + დიდი ალბათობით საქართველოს მოქალაქეობას დავტოვებ და მოვლენების შემდგომ განვითარებაში მონაწილეობას არ მივიღებ.

ხელისუფლების გეგმა, რესურსებთან დაკავშირებით 100%-ით შესრულდა.
ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული თვე ამ მხრივ ყველანაირი გაგებით.
ჩვენ მოვიპოვეთ სახლების 100% რესურსი და ასევე მოვიპოვეთ ერთ-ერთი იშვიათი რესურსი რეზინა, რომელიც უნდა მივცეთ მეგობარ ქვეყანას და ჩვენი უსაფრთხოება იყოს უზრუვნელყოფილი.

ამაზე იმდენი დაიწერა, რომ ალბათ აზრი არ აქვს კიდე ერთხელ დეტალებში ჩაღრმავებას.

ყველაზე მეტად გული რუმინეთის გამო მეთანაღრებოდა, მაგრამ ისე მოვახერხეთ, რომ რუმინეთიც გავაგდეთ ჩვენი მიწიდან, და ყველაფერი ისე მიდის რომ მაქსიმუმ 1 კვირაში ის ,,ფარი" გვექნება, რაც დაგეგმილი იყო.

მაშასადამე ჩვენმა ხელისუფლებამ 100%-ით შეასრულა პირველი ამოცანა - აიღო სასურველი რესურსები.
90%-ით შესრულებულია მეორე ამოცანა - ქვეყნის უსაფრთხოება.

დარჩა მხოლოდ მესამე ეტაპი - მონაპოვარის განვითარება და საქართველოს ეკონომიკური წინსვლა.

იმედია განაახლებთ ყოველდღიურ სტრაიკებს, რაც არა მარტო ქვეყნისთვის არამედ ალიანსისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

და იმედი მაქვს ამ მონაპოვარს და იმ იმიჯს რაც ქვეყანას აქვს რამე სულელური საქციელით საფრთხის ქვეშ არ დააყენებთ.

მე მაქსიმალურად მოვახმარე ჩემი რესურსი ქვეყანას, როგორც აღმოჩნდა ჩემი სამსახური მეტად აღარ გინდათ. იმედი მაქვს რომ ახალი ხელისუფლება ჩემზე უკეთ გააკეთებს იმას, რისი გეგმებიც მე მქონდა. თუმცა რას აპირებენ მგონი ჯერ თვითონაც არ იციან, ყოველ შემთხვევაში მე ერთი სტატია არ წამიკითხავს მათი გეგმების შესახებ და ვერც პირად საუბრებში მოვისმინე რამე სანუგეშო. ჯერ მხოლოდ უხარიათ :დ იმედია ეგ ეიფორია მალე გაივლის და ხელებაკაპიწებულები მიხედავენ საქმეს და წარმატებით ჩააბარებენ გამოცდას.

ჩემი გეგმები, უფრო დეტალურადაც მივაწოდე ახალ ხელისუფლებას, მოსწონთ თუ არა ეს გეგმები და მისაღებია თუ არა, რას განახორციელებენ, როგორ განახორციელებენ და ა.შ. უკვე ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.

წარმატებებს გისურვებთ.