MOD: ინფორმაცია, საყვედური.

Day 3,069, 08:47 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა.

პირველ რიგში დავიწყებ ტრადიციული ტექსტით, 9 საათზე თქვენი აქ ყოფნა სავალდებულოა, სავსე ენერგიით, რომ ერთობლივი ენერგიით შევუტიოთ მტერს.

როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი:

დაახლოებით 8 საათისთვის მე უკვე ვიცი რომელი ბრძოლაა ჩვენი ალიანსისთვის პრიორიტეტული.

დაახლოებით 8-დან 9 საათამდე მე და ადამიანები ვინც მეხმარებიან ყველა მსურველს ურიგებენ ბრძოლისთვის საკმარის საკვებს და იარაღს, ამისთვის უბრალოდ საჭიროა დაწეროთ ჩემი სტატიის კომენტარებში ,,9 საათი".

დაახლოებით 9-ის ნახევრიდან მე როგორც პმ ჩატში, ისე მილიტარი იუნიტის ჩატში, ისე კედელზე ვყვირივარ რომ იწყება მობილიზაცია და მოგიწოდებთ შემოხვიდეთ რიზონის ჩატში.

ჩატში შემოსვლა მარტივია, ინსტრუქცია იხილეთ აქ:
https://www.erepublik.com/en/article/samxedro-chati-2590502/1/20

ჩატში შემოსვლის და შეკრების შემდგომ, ჩვენ ვდებთ ლინკს, სადაც იქნება ბრძოლა და ვწერთ დროს, როცა ერთობლივად უნდა დავცხოთ მტერს. ბრძოლას ვიწყებთ ხოლმე 9 საათიდან 10-ის ნახევრამდე შუალედში.

ასეთი ბრძოლა არის ძალიან ეფექტური.
მით უფრო, რომ ჩვენს შემდეგ იწყება ხორვატიის შეტევა, შემდეგ იტალიის, შემდეგ ვენესუელას. 2 საათიანი ინტერვალებით, რის გამოც ფაქტობრივად 3-4 რაუნდი მოგვაქვს და ეს ძალიან დიდი შედეგია ომის მოსაგებად.

=====================

ძალიან ცუდია, რომ 16 კაცის შეკრება იყო რეკორდი. მე მესმის იმ ხალხის, ვინც ამბობს რომ მისთვის ეს დრო არ არის მისაღები, მაგრამ ასეთები ერთეულებია და ჩვენ რომ შევცვალოთ დრო, და 9 საათის ნაცვლად ავიღოთ ვთქვათ 10, ყოველთვის გამოჩნდება ისეთები ვისთვისაც ეს დრო არ იქნება მისაღები, ამიტომ ვერ და არ შევცვლით.

მესმის რომ არის კატეგორია ვისაც ფიზიკურად არ შეუძლია, მაგრამ ასეთი იყოს 10 ჰა, 20 კაცი, მაგრამ დანარჩენები? გთხოვთ ნუ გკიდიათ!!! შემოდით ხოლმე 9-სთვის, ვიბრძოლოთ ერთად, ჩაცალეთ ენერგია და შეეშვით. 30 წუთის საქმეა. გთხოვთ იაქტიუროთ.

ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია 50 კაცზე მეტი შევიკრიბოთ ხოლმე, და ეს იქნება საოცარი შედეგის მომტანი შეკრება, დამიჯერეთ.

===========

მე გაკეთებული მაქვს ჩატი მილიტარი იუნიტის ხელმძღვანელებისთვის და პერიოდულად ვაწვდი ხოლმე ინფორმაციებს ბრძოლის პრიორიტეტების შესახებ. ნუ შეიძლება ყველანი არ არიან ამ ჩატში, მაგრამ 99% არის. მერსი ბრაზერსი მხოლოდ იმიტომ ვერ დავამატე რომ მათი მეთაური არ მყავდა მეგობრებში.

ასევე, მე მაქვს კაპიტნების ჩატი, რომელიც სამწუხაროდ უფუნქციოა, ამიტომ გთხოვთ მიიღეთ მონაწილეობა კაპიტნების კონკურსში, ნებისმიერს ვინც აქტიური ხართ გაქვთ სანსი იყოთ კაპიტანი
http://www.erepublik.com/en/article/uga--2592594/1/20
დაწვრილებით ამ სტატიაშია ინფორმაცია.



ასევე, ჩვენ უკვე გვაქვს ახალი ფორმა და ლოგო, ამიტომ გთხოვთ ჩაიცვათ ფორმები, ანუ დააყენოთ ჩვენი ავატარის ფონიანი ავატარი, აი ისეთი ფონი როგორიც მე მაქვს, ამისთვის მიწერეთ მაქსს და დაგეხმარებათ
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/6052565

ესეც მაქსის პროფილის ლინკი.

დღეს 15 აპრილია.

მე რაც შემიძლია მაქსიმალურს ვაკეთებ და რასაც თქვენ გთხოვთ 30 წუთიანი აქტივობაა.
თუ ერთი კვირის მანძილზე ისევ იგივე შედეგი გვექნება და მინიმუმ 20-20 კაცი არ ვიქნებით ხოლმე, მე ჩავთვლი რომ უმრავლესობას გკიდიათ ეს საქმე, შესაბამისად ამ თამაშში საქართველოს მომავალიც, მხოლოდ სიტყვებით ხართ მაგრები და მე ჩემს პოსტს დავტოვებ.
რატომ ვიზრუნო იმაზე რაც უმრავლესობას ჰკიდია, ლოგიკურია ხო 🙂


პ.ს. მინდოდა ჩვენს 4 ქვედანაყოფში დივიზიონების მიხედვით გადამენაწილებინა ხალხი მაგრამ შეუძლებელია, პირველ დივიზიონში 50-ზე მეტი ადამიანის და დანაყოფში მეტი არ ეტევა, ამიტომ როცა მე-5 დაგვემატება (ავტომატურად ხდება როცა იუნიტში 120-ზე მეტი კაცია) მერე გადავანაწილებ.