წინასაპრეზიდენტო + SPA

Day 3,046, 02:13 Published in Georgia Argentina by M i r M i

მოგესალმებით
2-3 დღის წინ გავაკეთე განცხადება რომ მინდა პრეზიდენტი გავხდე და მონაწილეობას ვიღებ არჩევნებში.
იხილეთ სტატია:
https://www.erepublik.com/en/article/-1344-2588497/1/20

ასევე ვისაუბრე ჩემს გეგმებზე, კერძოდ ჩემს გუნდზე. არავინ წინასწარ შერჩეული არ მყავს რომელიმე პოსტისთვის და ნებისმიერს შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა რომელიმე ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, იმ შემთხვევაში თუ მე გავხდი პრეზიდენტი.

გამომდინარე იქედან რომ საკმაოდ ხშირად აკრიტიკებთ მთავრობას უცნაურია ასეთი პასიურობა.

ჯერ_ჯერობით სურვილი გამოთქვა მხოლოდ 4-მა ადამიანმა.
აქედან 3 კანდიდატი საგარეო საქმეთა მინისტრობის პრეტედენტია (იხილეთ წინა სტატიის კომენტარები) და ერთი პრემიერმინისტრობის ( PM_ში მომწერეს).

იაქტიურეთ რა 🙂

ჩვეულებრივ პოსტებთან ერთად მე ორ პოსტზეც გამოვაცხადე კონკურსი.
დაზვერვა და პრესსპიკერი.
ეს თანამდებობები ჩვენთვის უცხო არ არის, მაგრამ მაინც განვმარტავ.
დაზვერვას დაევალება რამდენიმე ადამიანი ჯგუფისგან ქსელის შექმნა, რომლებიც გაინაწილებენ ქვეყნებს გარკვეული პრინციპით და ამ ქვეყნების შესახებ ყოველკვირეულად მოგვაწვდიან ინფორმაციას. იმ ქვეყნების სტატიები, მპპ_ები, ომები უახლესი მოვლენები და ა.შ.

პრესსპიკერი ყოველკვირეულად მოგაწვდით მთავრობის ანგარიშს მიმდინარე მოვლენებზე. მას ექნება ინფორმაცია ყველა მინისტრისგან.

რაც შეეხება სპას, სპა მეგობრების დახმარებით ამოვიდა მინუსებიდან და უკვე სრულფასოვანი მილიტარი იუნიტია. ცუდია რომ ამ მხრივ მხოლოდ 3-4-მა კაცმა იაქტიურა და დანარჩენებმა დაიკიდეთ 🙂

ამიტომ, მოგიწოდებთ დაბრუნდეთ ან ხელახლა შემოგვიერთდეთ მილიტარი იუნიტში.
ჩატი მკაცრად გაკონტროლდება და ვინც პარტიების აგიტაციას დაიწყებს ბანს მიიღებს. ვინც მოდის და მთავრობის მნიშვნელოვანი სტატიების გარდა სხვა სტატიების ლინკებს გააზიარებს ბანს მიიღებს.
სხვათაშორის სპაში აქტიური კაპიტნებიც არის საჭირო და აქაც მზად ვარ განვიხილო ნებისმიერის კანდიდატურა.