სამხედრო რეფორმა

Day 3,063, 10:45 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა.
დღეს მეორე სტატიას ვწერ რაც ჩემთვის საკმაოდ უჩვეულოა იქედან გამომდინარე, რომ ყოველ ჯერზე ბრაუზერის გაწმენდა მეზარება ხოლმე.

დღეს თავდაცვის მინისტრად დავინიშნე. გარკვეულ რაოდენობას ალბათ არ მოეწონება ეს ფაქტი, სიმართლე გითხრათ დიდად არც მე ვგიჟდები, იმიტომ რომ საკმაოდ მეზარება. ამიტომ თუ თვლით რომ ჩემზე უკეთ გაუძღვებით ამ საქმეს, არ მოგერიდოთ თქვით.

მაგრამ ჯერ, სანამ მე მინისტრი ვარ მინდა გაგაცნოთ ჩემი გეგმების შესახებ:

1. გაერთიანებულ ქართულ არმიას სჭირდება ლოგო და ავატარი. გთხოვთ ვისაც ეს გეხერხებათ იზრუნოთ ამაზე.

2. მილიტარისტული იუნიტის ქვედანაყოფებში იქნებიან მხოლოდ ერთი დივიზიონის წევრები. პირველში მეოთხე, მეორეში მესამე და ა.შ.

3. ყველა დივიზიონის ეყოლება თავისი კაპიტანი, რომელიც უნდა იყოს ძალიან აქტიური.

4. დივიზიონების მეთაურებთან მე მექნება ჩატი, კოორდინირებისთვის და მათ თავის მხრივ უნდა ჰქონდეთ ჩათი თავისი დანაყოფის წევრებთან.

5. 9 საათზე ონლაინში ყოფნა და ამ დროისთვის სავსე ენერგიის ქონა სავალდებულოა ყველასთვის, იმიტომ რომ ვიბრძოლოთ კოორდინირებულად და მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მტერს.

6. აქტიურ მებრძოლებზე დარიგდება საკვები და იარაღი 10 ქ7 იარაღი და 500 ქ2 საკვები. არააქტიურებს შეხვდებათ მუჯლუგუნი. უკვე შევიძინე 100 ათასი ქ2 საკვები და 2000 ქ7 იარაღი.


7. გთხოვთ ყველას ვინც ჯერ არ ხართ გაერთიანებული ქართული არმიის წევრი, შემოგვიერთდით, ეს მნიშვნელოვანია.

ასევე გთხოვთ ყველას გამოიჩინეთ ინიციატივები და დამეხმარეთ ამ გეგმების განხორციელებაში.

მთავარია შევქმნათ სისტემა!