პრეზიდენტის/დიქტატორის (ან რა ჯანდაბაც გინდათ ის უწოდეთ ამ პოზიციას) მიმართვა

Day 2,675, 16:07 Published in Georgia Georgia by L 1 0 N
მოგესალმებით


სამწუხაროდ დღეს კაატინგამ გადაწყვიტა თამაშიშთვის თავი დაენებებინა, რატომ? ტვინი რო მოეტყნა უაზრობების მოსმენისგან ამიტომ. გაგახსენებთ რომ ეს არის პიროვნება ვინც ამ თამაშში 1000 ევროზე მეტი ჩაყარა, ამ ფულით ზელანდიაში დაჩა არ აუშენებია, თითოეული ევრო მოხმარდა ამ ქვეყანას და ბევრ დაუნახავს რომელთათვისაც კაატინგა მაინც შეუგნებელი განდიდების მანიით შეპყრობილი პიროვნება აღმოჩნდა.

წასვლის წინ კაატინგამ თავისი პოსტი ჩამაბარა, ასე რომ მოკლედ, ბევრი მიკიდვ მოკიდვების გარეშე გაგაცნობთ რას ვაპირებ.

1) ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა შეინარჩუნებს დემოკრატიას, დემოკრატიაში არ ვგულისხმობ იმას რომ 200 კაცს შევეკითხებით რა გავაკეთოთ. შეიქმნება საბჭო, ამ საბჭოში შევლენ სხვა და სხვა პარტიების წარმომადგენლები. საბჭო გადაწყვეტს ყველა საჭირო საკითხს. ერთი სიტყვით ეს იქნება პატარა კონგრესი. დადებითი მხარე არის ის რომ ყველა ვისაც აუდგება კანონებს ვეღარ გამოიტანს და გადაწყვეტილებას მიიღებენ მათი პარტიის ან სამხედრო დანაყოფის ლიდერები. პარტიის შიგნით რა მოხდება ჩემი საქმე არაა, მე მხოლოდ მაინტერესებს იმ ერთი პიროვნების პასუხი.

2) ყველა სამინისტრო და სამთავრობო ორგანიზაცია გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას, თუ რათქმაუნდა გაფიცვა და შიმშილობა არ დაიწყება, მაგრამ არც ეს არის პრობლემა ვინც აღარ მოინდომებს გამაგებინეთ და სხვას ვიპოვით.

3) უახლოეს მომავალში ვგეგმავ საჰაერო დარტყმის განხორციელებას, ამისთვის მჭირდება თანადგომა, ამას ჩემი ეგოს დასაკმაყოფილებლად არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა გამოვცოცხლდეთ და ერთმანეთის კბენიდან სხვა რამეზე გადავიტანოთ ყურადღება.

4) უმეტესობა კარგად მიცნობთ, ისიც იცით ვინ ვარ, ვინ მყავს გვერდით და რა გაგვიკეთებია. ძმურად ტვინს ნუ წამიღებთ, ვიქნები მაქსიმალურად ობიექტური, თუ გინდათ თამაში ითამაშეთ თუ არადა გზა ხსნილია წადით სხვა ქვეყანაში.

5) საქართველოში არ ვარ, ჩვენს შორის დროის განსხვავებაც საკმაოდ დიდია. მიუხედავად იმისა რომ ორივე პოსტი მაბარია სულ აქ ვერ ვიქნები, მეყოლება ორი მოადგილე, მათ ექნებათ უფლება მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემს გარეშე.

Georgian_Woolf
Thomas Crown Jr

ამ 2 პიროვნებას შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ საკითხზე, და როგორც ვთქვი აქვთ უფლება მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება RW-ს დაწყება, სხვა ქვეყნებათან კონტაქტი, საგარეო გადაწყვეტილების მიღება თუ ომის დაწყება.

საბოლოოდ

ადამიანურად გთხოვთ შეწყვიტოთ შეურაწყოფა კომენტარებსა და სტატიებში.. მარტო ოპოზიციონერებს არ ეხება, მივმართავ ჩემ პარტიელებსაც. ბოლო ბოლო თამაშია ეს დედამოტყნული და არ ღირს ერთმანეთის გადაკიდება. თუ ასე ვერ იტანთ ვინმეს თხოვეთ სხვა ქვეყანას და გადადით.