პრემიერ მინისტრის მიმართვა

Day 2,673, 19:48 Published in Georgia Georgia by L 1 0 N
მოგესალმებით


მინდა მივმართო ყველა საქართველოს მოქალაქეს, განსაკუთრებით ახალბედებს რომლებიც რამდენიმე დღის წინ შემოგვიერთდნენ.


დღეს ჩვენი სამხედრო დანაყოფი დაიწყებს აჯანყებას, აჯანყების მიზანია დიქტატურის დამყარება რომლითაც გადავურჩებით უცხოელ დამპყრობელებს და ქვეყანას დავაყენებთ სწორ გზაზე.


ამას მოყვება ბევრი მითქმა მოთქმა, დაიწყება ჩვენი კრიტიკა თუ როგორი უვარგისები ვართ და როგორ ფეხებზე ვიკიდებთ ქვეყანას.


რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი დაბრალდება 3 პიროვნებას: მე, R. P. McMurphy
და Georgian_Woolf.


ჩვენი ზედმეტსახელია "3 ძალაუფლებას მონატრებული მშიიერი თავში ავარდნილი პრეზიდენტი."


სანამ რაიმეს მოისმენთ და დაიჯერებთ მინდა გაგარკვიოთ ვინ ვართ ჩვენ, ვინ გვინდგას უკან და რა გაგვიკეთებია ჩვენ სამს და ჩვენს გვერდით მდგომ თანამებრძოლებს.


ჩვენ და ჩვენი ალიანსი ვართ ის ხალხი ვინც საფუძველი ჩაუყარა ყველაფერს რაც ახლა ქვეყანას გააჩნია.


შემოგთავაზებთ მოკლე სიას რა გავაკეთეთ 7 თვეში:


- ქვეყანა გავაწევრიანეთ ალიანსში


- დავამყარეთ სტაბილური პოლიტიკა რის შედეგადაც გადავურჩით რუკიდან სამუდამო წაშლას და ჩრდილო მეზობლების სამუდამოდ გადაკიდებას.


- ჩამოვაყალიბეთ კადეტთა დივიზია, რომელმაც 7 თვის განმავლობაში არაერთი მებრძოლი გაზარდა და დააკვალიანა.


- მოვაწყეთ არაერთი სავარჯიშო ომი რომელიც ახლანდელ რუსეთთან მოწყობილ ომთან შედარებით მინიმუმ 5-ჯერ იაფი დაგვიჯდა.


- გავილაშქრეთ ახალ ზელანდიაზე და რუსეთზე, მართალია მოპოვებული ტერიტორიების დიდი ხნით შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ მაგრამ გავითქვით სახელი.


- პროგრამები რომელსაც ახლანდელი მთავრობა ამუშავებს შევქმენით ჩვენ, კრედიტების პროგრამა, დაზვერვის დეპარტამენტი, დასაქმება, პრეს-ცენტრი ...

ეს არის მოკლე სია იმისა თუ რაზე ვიმუშავეთ და რას მივაღწიეთ 7 თვის განმავლობაში


მოკლედ ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ რომ იცოდეთ ვინ გაილანძღება და ვის დაერქმევა ქვეყნის მოღალატე.


განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო 2 პიროვნებას რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქვეყნის 0-დან აშენებაში საქართველოს პირველი პრეზიდენტი Rosmedian და ჩვენი უკრაინელი ძმა და მეგობარი xSteviex რომელიც დაარსებიდან საგარეო სამინისტროს უდგას სათავეში. ადამიანი რომელმაც გვასწავლა ქვეყნის მართვა და დაგვაყენა სწორ გზაზე

პ.ს დიქტატურის იდეის ავტორები ვიყავით 4 პიროვნება, ამიტომ ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმეგბლობას ყველა პრობლემაზე და უკუსვლაზე რომელიც შეიძლება დიქტატურას მოჰყვეს

Vettell
R. P. McMurphy
Georgian_Woolf
Thomas Crown JR



მუდამ თქვენს სამსახურში
პატივისცემით
Vettell


P.SS - ვითომ ცინიკოსებმა და პიზდეც ინტელექტუალებმა შეგიძლიათ კომენტარებისგან თავი შეიკავოთ