[MOC] კომუნიკაციის სამინისტრო!!!
VuXman
მოგესალმებით, ამ თვისთვის ბოლოჯერ მინისტრის პოსტზე. მე ვტოვებ ჩემს მიერ დაკავებულ თანამდებობას. ეს კი გამოიწვია ,,ჟურნალისტიკის სამინისტროს" გარშემო მიმდინარე პროცესებმა. მე როგორც მოგეხსენებათ ვიყავი პირველი ამ სამინისტროს წარმომადგენელი. ჩემი მინისტრობის ერთი დღის განმავლობაში ,,ჟურნალისტიკის სამინისტროში" შევქმენი სამინისტროს ბანერი და მთლიანი სამინისტრო გადავაბარე ახალ ძალას და ახალ სახეებს, ასევე მივიღეთ მთავრობის მხრიდან დაფინანსებაც. ამ ერთი კვირის განმავლობაში სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატია, სამწუხაროდ სრულად არ იყო სრულად წარმოდგენილი, მაგრამ ბიჭებმა მაინც იშრომეს. ამ სამინისტროში ზუსტად 3 მინისტრი გამოიცვალა. დიდი აჟიოტაჟი კი ხალხში გამოიწვია იმან ,რომ სამინისტრომ გადაწყვიტა შეექმნა ,,ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" რაც ითვალისწინებდარომ, რომელი გაზეთიც დაარღვევდა კოდექსში აღნიშნულ წესებს აუცილებლად დაჯარიმდებოდა და მისი სტატია დაიბლოკებოდა. ასევე ბიჭები აპირებდნენ გამოექვენებინათ კანონები და კოდექსი მაგრამ არ დასცალდათ. ამ იდეის ავტორები კი ვიყავით მთლიანი სამინისტრო, მათ შორის კარგად ცნობილი და თავნება K O N S T A N T I N O P O L -იც, მაგრამ მთავარი იდეის ავტორი მე გახლდით. ამიტომ მე თავს ვალდებულად ვგრძნობ რომ, მეც დავტოვო კომუნიკაციის სამინისტრო ჟურნალისტიკის სამინისტროს ბიჭებთან ერთად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას ნდობისთვის და გამას ბოდიში მოვუხადო იმის გამო რომ, ამ დღეების განმავლობაში არ მქონდა დრო და ვერ გამოვაქვეყნე ,,გამოკითხვა", მაგრამ არც ეს არის სავალალო, რადგან მთავრობას ჰყავს მათთვის ნდობით აღჭურვილი და ყველაზე პატრიოტი ადამიანი K O N S T A N T I N O P O L-ი რომელსაც შეუძლია ჩაიბაროს ეს ორი ახალი პოსტი. მე ამას იმიტომ ვამბობ რომ, ამ თვეს მთავრობის ძირითადი ლოზუნგია ,,ახალი თაობა პოლიტიკაში" და ამიტომ გისახელებთ ამ პიროვნებას.
დიდი მადლობა ყველას!!!
მთავრობას კი ვეტყვი, რომ მეტი ახალ ძალას და ახალ ხალხს მისცენ თავისუფალი გზა პოლიტიკისკენ.
Comments
magari xar nika 😉
ეგ "ეთიკის ქარტია" ძირშივე იყო განწირული მეგობარო.. ჯერ ერთი რო თამაშში არაა იმის ფუნქცია, რომ ვინმეს გაუკონტროლო სტატიების წერა/არწერა. და მით უმეტეს შეუძლებელია მისი გამომქვეყნებლისთვის ფულის გამორთმევა (ჯარიმის სახით).
ძალინ მოხარული ვიყავი რო ჟურნალისტიკის განხრით აპირებდით კონკურსების და წახალისებების მოწყობას და სამწუხაროა ერთი "შეცდომის გამო, რო ფარხმალი დაყარეთ..
კრიტიკის არ უნდა გეშინოდეთ ბრატცი..
თქვენ შესთავაზეთ მოსახლეობას პროექტი (ეთიკის ქარტიის სახით), მოსახლეობამ ის დაიწუნა, მაგრამ შედეგად პოსტები კი არ უნდა დაგეტოვებინათ, არამედ დაფიქრებულიყავით შეცდომებზე და რაიმე ახალი პროექტი შეგემუშავებინათ..
ეს ეთიკის ქარტია მოაწესრიგებდა ყველაფერს. უბრალოდ ხალხს უნდა დაეცადა ჩვენთვის იმ იტომ რომ, რამდენიმე დღეში ვაპირებდით გამოგვექვეყნებინა ამ ქარტიის ძირითადი საკითხები. ხალხმა მოითხოვა ჩვენი გადადგომა, უფრო სწორად ჟურნალისტიკის სამინისტროს დაშლა და გაუქმება. ისინი გადადგნენ და მეც გადავწყვიტე მათთან ერთად წამოვსულიყავი, რადგან ამ სამინისტროს პირველი წარმომადგენელი მე ვიყავი და ეს ჩემი იდეაც იყო.
როგორც გითხარი, ვერანაირად ვერ მოაწესრიგებდა, იმიტო რო ელემენტარულად მაგის ფუნქცია არავის არ გააჩნია თამაშში.
მეც ვაკვირდები აქაურ მოვლენებს და არავის მსგავსი არ დაუწერია სამინისტრო დაშლილიყო ან/და ვინმეს პოსტი დაეტოვებინა. კრიტიკა იყო მხოლოდ ქარტიის მიმართ, რომელსაც არარეალური მოთხოვნილებები ქონდა თამაშის მექანიკიდან გამომდინარე. ესაა და ეს..
მემგონი არასწორად იქცევთ პოსტების დატოვებით, ჯობია მოუსმინოთ გამოცდილ ხალხს რომლებმაც თქვეს რომ აზრი არააქვს ქარტიას (უბრალო ბერკეტების უქონლობის გამო) და სხვა სახის პროექტებით დაკავდეთ რაც უკვე მოგიწონათ მოსახლეობამ...
რისთვისაა ვაფშე ეგ სამინისტრო შექმნილი ამიხსნის ვინმე?
modi amat agaraferi agar avuxsnat nika
azri araaq