სურამის ბრძოლა... 1921 წელი
![Georgia](http://www.erepublik.net/images/flags_png/S/Georgia.png)
Vano Mikeladze
1921 წლის 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა.
დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმა აუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია. გენერალი გიორგი კვინიტაძე იძულებული იყო დაეწყო უკან დახევა. 6 მარტს გაძლიერებულმა წითელი არმიის დაჯგუფებამ დაიკავა მიხაილოვო, შემდეგ კი სურამის გვირაბი.
აბა ვინ მეტყვის დღეს რომელი ქალაქია ყოფილი სადგურ მიხაილოვო 🙂
?
ბრიტანული Mark V ტიპის ტანკი, რომელიც წითელმა არმიამ სამოქალაქო ომის და უცხოური ინტერვენციის დროს შეიძინა.
Comments
ხაშურში ვართ?! 😛 😛
)))
კარგი სტატიაა, შნ ის მითხარი მაგ წითელ არმიაში და სხვა არმიაში რუსების გარდა აზერბაიჯანელები თუ იყვნენ გაწევრიანებულები ხო არ იცი?
24 თებერვალს 152 იუნკრიდან მწყობრში მხოლოდ 85 იყო დარჩენილი.
მე-11 არმია გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ტაბახმელისკენ გადაისროლეს ბაქოს წითელ კურსანტთა ბრიგადა, რომელსაც ყველაზე აგრესიული კომკავშირლებისგან შედგებოდა. გააფთრებული ბრძოლების შედეგად წითელმა კურსანტებმა ნაცვალთა ბატალიონის შევიწროება მოახერხეს და მათი სანგარი დაიკავეს. ღია მინდორზე კონტრიერიშზე გადასულ ქართველ იუნკრებს რუსებმა დაკავებული სანგრიდან ტყვიამფქვევით უპასუხეს. გარდაუვალი დაღუპვისგან ქართველ იუნკერთა ასეული კურსანტმა შალვა ერისთავმა იხსნა. თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი,22 წლის შალვა ერისთავი სანგარში შევარდა, ხიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი და ტყვიამფქვევი საკუთარი სხეულით დაფარა. ამის შემდეგ ქართველებმა სანგარი დაიბრუნეს.
თანაც მაგ დროს აზერბაიჯანი უკვე გაწითლებული ჰქონდა რუსეთს და იქნებოდნენ აზერბაიჯანელი ბოლშევიკებიც რათქმაუნდა.
1921 წლის 24 თებერვალს იუნკრებთან ბრძოლაში ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკმა პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი დაკარგა. მძიმე დანაკლისი განიცადეს იუნკრებმაც - დაჭრილ-დახოცილთა რიცხვმა 35-ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, პოზიციებს კვლავ ქართული ნაწილები აკონტროლებდნენ.
[removed]
აი ეგეთი მაგარი ბიჭები გვყავდა ქართველებს.. ვენაცვალე იმათ სულებს..
კაია....
o7
o7