Official News of Georgia#10

Day 2,865, 08:56 Published in Georgia Serbia by MORAL1994

ინტერვიუ,Georgian Democrats-ის პრეზიდენტ-Rezo Marshall-თან.

1. რა არის თქვენი მიზანი?
ჩვენი მიზანია პირველ რიგში განვავითაროთ ეკონომიკა... ეს გამოიხატება იმპორტის გაზრდაში, იარაღის ნაწილში ვფიქრობ შეგვიძლია მოვიწვიოთ უცხოელი მეგობრები რომლებიც იყიდიან ჩვენ ლიცენზიას... მათ შეუძლიათ ჩვენ ბაზარზე გაყიდონ პროდუქცია... ეს კი ისევ და ისევ ფასზე იმოქმედებს, პირველ რიგში დაეცემა ფასი, ამით ქვეყანა იხეირებს რაც გამომდინარეობს იმპორტის გადასახადში და მყიდველის რაოდენობის გაზრდაში
გარდა ამისა განვავითარებთ ჟურნალისტიკას და გავაკეთებთ პრემიებს... ჟურნალისტს უნდა შეეძლოს დამოუკიდებელი არსებობა და არ უნდა იყვნენ ყველანი პოლიტიკურად აქტიურები.
და ბოლოს ყველაზე მთავარი თურქები იკრებენ ძალებს... ირანზე შეტევის დიდი შანსია... გარდა ამისა უკრაინელების დათანხმებაც შეიძლება და სხვა ჩვენი მეგობრების... როდესაც ჩვენ გვექნება საკმარისი რესურსი სომხეთზე გაბრძოლების მცდელობა კარგი იქნება! ასევე აზერბაიჯენელებთან კონტაქტიც გამოგვადგება რომლებიც სომხებში არიან დაბანაკებულნი.

2. რამდენად ძლიერია თქვენი პარტია?
ჩვენი პარტია საკმაოდ ძლიერია რაც გამოიხატება თანაპარტიელების ერთგულებაში... მათ ხმა მომცეს ყოველგვარი დიდი მოლაპარაკებების გარეშე... დიდი მადლობა მათ რომ დემოკრატების გვერდით დგანან ყოველთვის ყველგან! ჩვენ ამ დონეს არ დავჯერდებით და კიდევ უფრო გავძლიერდებით!

3.როგორი შეაფასებთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას?
პოლიტიკურად დიიდ აქტიურიურობა არც შეინიშნება გარდა რესპუბლიკელების გაღვიძების მცდელობისა... ჩვენ საბედნიეროდ სტაბილურად მესამე ადგილზე 47 წევრით ვდგავართ, თუმცა ქრისტიან დემოკრატების დასუსტება სამწუხაროა...
ის კი ძალიან კარგია რომ უფრო მეტად ხდება განათლებაზე მუშაობა

სასწავლო თემატიკის გაზეთებს გულისხმობთ რომლებსაც GNF აქვეყნებს?

დიახ... სწორედ ამას მოვითხოვდი მე წინა ხელისუფლებისგან და საბედნიეროდ ჩემმა „ყვირილმა“ მიზანს მიაღწია.
4. რას იტყვით ეკომონიკაში განვითარებულ ცვლილებებზე.

ვფიქრობ რომ არაა სწორი ასე ვათამაშოთ გადასახადები.. მე ვთვლი რომ პირველ რიგში ხალხმა უნდა მოინდომოს საქართველოში მუშაობა... ასევე კარგი იქნება მათი წახალისება ვინც საქართველოში მუშაობს რაც გამოიხატება კონგრესში მოხვედრაზე (ეგ არაფერს წყვეტს მაინც გარდა მედლისა და 5 ოქროსი) ასევე შეიძლება მოვაწყოთ გათამაშება და ა.შ. რათა წავახალისოთ ეს ხალხი.

5. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას როგორ გეგმავთ?
ბეიბი ბუმით და ექაუნთების ყიდვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით... ვფიქრობ კარგი იქნება გავცეთ სესხები რათა მოთამაშეებმა იყიდონ ახალი ექაუნთები. ეს არ იქნება მთლიანი ფასის დასაფარად.. უბრალოდ ნაწილობრივ მოთამაშეს დავუმატებთ ფულს რათა იყიდოს ახალი ექაუნთი
ავტორი:H3Ctic


ინტერვიუ,პრემიერ-მინისტრ-Le Saliery-სთან

1. საპრეზიდენტო არჩევნებზე კოალიციამ საკუთარ კანდიდატად დაგასახელათ, რამდენად მისაღები იყო ხმათა 44.22% ?

1.მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებზე წავაგე, მაინც ძალიან გამიხარდა ნიკას მოგება. მას სურდა რომ ქვეყანა გამოეყვანა რთული მდგომარეობიდან და ბევრი გეგმა ჰქონდა.
ნიკა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში კარგი მდგომარეობა იყოს და მე გახარებული ვიქნები, თუ მას მცირედით მაინც დავეხმარები მისი გეგმების განხორციელებაში.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაციონალურ ფრონტს მხარდაჭერისთვის შემდეგ არჩევნებზე. ვეცდები მათ და ქართველ ხალხს იმედები არ გავუცრუო ჩემი გამარჯვების შემთხვევაში.

2.თქვენი აზრით როგორ იმოქმედა გაზრდილმა გადასახადებმა ქვეყნის ეკონომიკაზე?

გადასახადების გაზრდა მთავრობის გეგმის ნაწილი იყო და მალე მთლიანად შევძლებთ იმ დანაკლისის ანაზღაურებას, რაც გვქონდა.

3.NFG-ს ინიციატივით დაიდო სასწავლო სტატიები რაც ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ არ ფიქრობთ რომ ეს პარტიის პროპაგანდაა? მთავრობა ხომ ისედაც უნდა აკეთებდეს ამ ყველაფერს ყოველგვარი პარტიული ნიშნით.

განათლების სამინისტროს სახელით ასეთი სტატიები ძალიან ბევრჯერაა გამოქვეყნებული, რათქმაუნდა კარგი იქნება, თუ ტუტორიალის სტატიები განათლების სამინისტროს სტატიებში ისევ იტრიალებს.
თუმცა, მე პირადად მომწონს ნაციონალური ფრონტის სასწავლო სტატიები, ჩემი აზრით, მათ სურთ, რომ ახლებს შეასწავლონ თამაში, რათა ისინი დაინტერესდნენ თამაშით და არ მიატოვონ ვირტუალური საქართველო.

4.კონგრესის არჩევნებზე რომელ პარტიას მიიჩნევთ ფავორიტად?

ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან როგორც ვფიქრობ, ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ ხდება ხოლმე 😃 კონგრესის არჩევნდების შემდეგ ოფიციალურად გვეცოდინება ვინ იყო არჩევნების ფავორიტი და ვის ჰყავს უმრავლესობა კონგრესში.

5.არ ფიქრობთ რომ ირანთან ომის შემდეგ ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო არააქტიური ხდება? ახალი მუხტის შესაქმნდელად ომი ხომ არ გაგვენახლებინა? 😃

.ირანთან ომმა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, ძალიან ბევრი რესურსი დავხარჯეთ, ყველა გავღარიბდით, ეს რათქმაუნდა გამოიწვევდა აქტიური მოქალაქეების შემცირებას. 😃 ჩემი აზრით საჭიროა პირველრიგში ძალების მოკრება, მერე აქტიურობა უფრო გაიზრდება.

6.რას ურჩევდით დამწყებ მოთამაშეებს?

დამწყებ მოთამაშეებს პირველ რიგში ვურჩევდი იმას, რომ თავიდანვე ნუ იფიქრებენ, რომ სულელური თამაშია, ეს შეიძლება ყველამ იფიქროს, თუ არ იცის თამაშის წესები, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა ითამაშო, რომ საინტერესო იყოს ეს ყველაფერი. ირველრიგში ეძებეთ ის, რაც ამ თამაშით დაგაინტერესებთ და ირეფაბლიქი ისეთი თამაშია, რომ ძნელად თუ უპოვით ისეთ რაღაცას, რაც არ არის საინტერესო.
ბევრი ტუტორიალი არსებობს, რომ უკეთ შეისწავლონ თამაში. ისწავლეთ თამაში უკეთ, შემდეგ კი ინტერესი და თამაშის სურვილი თავისით მოვა და მეტიც, აღარც კი მოგინდებათ მისი მიტოვება
ავტორი:H3Ctic


ინტერვიუ,თავდაცვის მინისტრ Georgian Ghost-თან

1. თავდაცვის მინისტრის პოსტი შენთვის პირველი არაა, რა სირთულეები იყო ადრე და რა სირთულეებია ახლა?

როდესაც პირველად შემომთავაზეს თავდაცვის მინისტრის პოსტი, შეიძლება ითქვას ოქროს ხანა იყო ესაქართველოში, ყველაფერი კარგად იყო ბონუსებიც კარგი გვქონდა სომხეთის ტერიტორიების ხარჯზე, თუმცა მერე დაიწყო უმძიმესი ომი ირანის წინააღმდეგ, სადაც შეიძლება ითქვას პირველი სერიოზული ნათლობა მივიღე 🙂 რამოდენიმე კვირიანი ღამის თენებები, ნერვიულობა და ა.შ. უმძიმესი ბრძოლების მოგების სიხურილთან ერთად იყო რა თქმა უნდა მარცხიც, თუმცა ჩვენ მაქსუმალური გავაკეთეთ.(სენატის და მთავრობის წევრებთან ერთად). ამის მერე გადავწვიტე დამესვენა ცოტა ხანი, თუმცა არ გამოვიდა და არც გამოდიოდა.
ეხანდელ სიტუაციას რაც შეეხება არ ვარ ისეთი აქტიური როგორიც უნდა ვიყო და ამას მეც კარგად ვხვდები, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყველას აქვს თავისი საქმე და პრობლემები ასე რომ ამას ვერ გავექცევი. პრეზიდენტს ვუთხარი ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩემზე გაკეთდა არჩევანი.
სირთულეებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ჩვენი მოკავშირეების დახმარებაა რომელსაც შეძლებისდაგვარად ვასრულებთ. სხვა რაიმე განსაკუთრებული არაფერი.

2. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება რამდენია?

პირველი მინისტრობის დროს შეიძლება ითქვას კარგი დაფინანსება ქონდა სამინისტროს. 🙂 ახლა არ გვაქვს დაფინანსება და ეს გასაგებიც არის, შეხედეთ ჩვენს ბიუჯეტს. ასე რომ არც ვითხოვ მართალი გითხრათ.

3.როგორ შეაფასებ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს?(გადასახადების გაზრდას ვგულისხმობ)

გადასახადებში არ ვარ კომპეტენტური, შესაბამისად არ მაქვს პასუხი, თუმცა ფაქტია ამ საკითხზე დიდი აზრთა სხვადასხვაობაა არამარტო მოთამაშეებში, თვითონ მთავრობაში და სენატშიც. ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო.

4.რას ფიქრობ ახალ სამხედრო ქვედანაყოფზე რომელიც N7-ის სახელით იყო ცნობილი?

ზოგადად არ ვარ მომხრე ბევრი სამხედრო დანაყოფის შექმნის ჩვენს ქვეყანაში, ისედაც ბევრია, მაგრამ კაატინგა გამოცდილი მოთამაშეა და წარმატებებს ვუსურვებ.

5.ამჟამად რომელი ქვეყნის დახმარებაა პრიორიტეტული?

ამჟამად მთავრობის გადაწყვეტლებით პირველი პრიორიტეტი არის ესპანეთი. როგორც იცით რამოდენიმე ქვეყანა შესული მის ტერიტორიაზე, ძაან მძიმე სიტუაციაში არიან ესპანელები, არის დღე როცა 4-5 ბრძოლა აქვთ ერთდროულად.
მე კარგად მახსოვს მათი დახმარება ირანის წინააღმდეგ და შესაბამისად ჩვენც ვალდებულნი ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ ესპანელებს.
ცოტა ხნის წინ ასევე მაკედონიის მიერ საჰაერო დარტყმაში ნიგერიის წინააღმდეგ მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა ნიგერია არ არის ძლიერი ქვეყანა, შესაბამისად მაკედონიის გაფრენა წარმატებით დასრულდა.
ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენი პრიორიტეტი ქვეყნები არიან მექსიკა, ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი.

ჩვენ დიდი ხნის მოკავშირეებს და მეგობრებს, ჩილელებს თურქებს ხორვატებს და უკრაინელებს არ აქვთ ომები, შესაბამისად გადართულები ძირითადად ვართ ესპანეთზე, ყველა ესპანეთის მეგობარი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების სპეციალური ჩატია შექმნილი სადაც მეც ვარ და ყოველ დღიურად ხდება კოორდინაცია და დღის პრიორიტეტების დაგეგმვა.

6.ირანთან ომის შემდგომ ბევრი ამბობდა რომ ახლა დრო იყო ჩვენი მოკავშირეებისთვის ვალი დაგვებრუნებინა და მათ გვერდით გვებრძოლა, როგორ ფიქრობ მათი ვალი ისევ გვაქვს?

რა თქმა უნდა მოკავშირეების დახმარება სოლიდური იყო ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამის არ დანახვა არ შეიძლება. შეძლებისდაგვარად ჩვენ ამას ვაკეთებთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის, უფრო მეტია საჭირო.

7. რას ფიქრობთ რუსეთ ნორვეგიის ომზე? და თუ იცით რის გამო დაიწყო მათ შორის ომი? უბრალოდ ტერიტორიის მიტაცების გამო თუ იყო რაიმე სხვა მიზეზი?

არ მაქვს ინფორმაცია.

8. კვიპროსმა საუდის არაბეთს შეუტია რითაც ირანმა დათმო არაბეთის ნახევარკუნძული როგორ ფიქრობთ ეს სიტუაცია რამდენხანს გაგრძელდება?

არ მაქვს ინფორმაცია.

9.რამდენად დიდია ჩვენი ღვაწლი ნიგერიის დაპყრობაში? (ჩვენ ხომ არაოფიციალურად მახრდაჭერა აღვუთქვით)

დიახ არაოფიციალურად ვეხმარებოდით თუმცა ეს საკმარისი იყო ჩვენი მხრიდან და მე ვთვლი რომ ჩვენ ეს შევძელით. ჩემი სტატია სახელმწიფოს სახელით, როდესაც დაიწერა ამასაც დიდი შედეგი ქონდა და უამრავმა მაკედონილემა მომწერა, შეიძლება ძალით და დემეიჯით დიდად არ გამოჩნდა ეს მაგრამ შედეგი ქონდა, შემიძლია ამის თქმა. ნიგერია არ იყო ძლიერი ოპონენტი მაკედონიისთვის, შესაბამისად მეორე რაუნდის მერე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო უკვე.

10. რას იტყივთ სლოვენიისა და ხორვატიის ომზე რომელიც კინაღამ მსოფლიო ომში გადაიზარდა.( სერბეთში ხოტვატიის ბუნებრივ მტრად გამოცხადების კანონი გაიტანეს და საბედნიეროდ არ დამტკიცდა)

რაც შეეხება ხორვატია სლოვენიის ომს, დარწმუნებული ვიყავი რომ სერიოზული ომი დაიწყებოდა, თუმცა ეს არ მოხდა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, სლოვენიის უკან დახევა გამოიწვია სერბეთში კანონის ჩავარდნამ. მარტო სლოვენიას ხორვატებთან შანსი არ ქონდათ, სერბეთის გარეშე, შესაბამისად როცა ნახეს, რომ სერბეთში კანონი არ გადიოდა, დაიწყეს მოლაპარაკებები ხორვატებთან სადაც წავიდნენ დათმობაზე.
როგორც გაირკვა შემდეგ, სერბეთსა და ხორვატიას შორის ომის განუახლებლობის ხელშეკრულება იყო სადაც ვადებზე იყო სხვადასხვა მოსაზრება.
ხორვატებს დიდი პლიუსი ექნებოდათ თუ სერბეთი ამ ხელშეკრულებას დაარღვევადა და ამიტომაც სერბეთში ნე-ეს კანონი ჩავარდა.
ყველა ელდოებოდა დიდი ომის დაწყებას, მეც მათ შორის 🙂 თუმცა ეს არ მოხდა რაც ცუდია, თამაშს უფრო მეტი დაძაბულობა და ინტერესი შეემატებოდა.

ავტორი:H3Ctic

ჩემი ინტერვიუ შუაზე გაიჭრა და აღარ დავდე,მეორე ნაწილსაც მალე გამოვაქვეყნებ.

აცც-ს პაროლი აღარ მახსოვს მალე აღვადგენ და განაგრძობს მუშაობას ახალი მინისტრის დაქვემდებარებაში,დანარჩენს ინტერვიუში გაიგებთ!