MOC - ახალი ამბები

Day 2,717, 09:13 Published in Georgia Georgia by J.Volandi


~ ხალხნო და ჯამაათნო,მაპატიეთ ადრე რომ ვერ დავწერე,თუმცა არ მეცალა და ,შესაბამისად,ახლა შეგაწყენთ თავს.

მოკლედ ახალი ამბები მაქვს :

პერუსგან ინფორმაცია;
დიადი ტრიკოსგან ინფორმაცია;
და გამოკითხვის შედეგები.


ცოტა გრძელი პოსტი გამოვა, მაგრამ ჩაიკითხეთ მაინც .

დავიწყოთ
პერუთი ტიპს მივწერე და ესპანურად მიპასუხა და ბევრი ვიჩალიჩე თარგმნაზე, ამიტომ რამე თუ ცოტა არასწორია მეპატიება :დ .

მოკლედ ,ცოტა ვისაუბრეთსავით და როგორც პერუ გაარკვირვა ჩვენმა დ1-მდა და დ2-მა ,ისე გამაკვირვა პერუმ მე :დ.

აღმოჩნდა ,რომ პერუს პრეზიდენტი გაცვიფრდა,რომ ასეთი ღონიერები ვართ და გადაწყვიტა-რო რამე, ჩვენთან შეიძლება ურთიერთობის ჩამოყალიბება ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით.
ანუ პერუმ მაგრად დაიკიდა,რომ დავარტყით ,ეს ჩვენთვის არც ცუდია - არც კარგიო, თუმცა +ებიც დაინახეს.

ასევე ,რაც შეეხება თავად პერუელების ცხოვრებას,როგორც ირკვევა,პერუ აპირებს გადასახადების გადახედვას,რათა მიიზიდოს ინვესტორები და განავითაროს ეკონომიკა, დამეთანხმებით პერუ სუსტი ქვეყანა არ არის და აქვთ ამის პონტენციალი.როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, პერუს საზოგადოება წინ და წინ მიიწვს და ყალიბდება განვითარებულ ქვეყნად .


მოკლედ, ახლა Trico , მგონი დიდი წარდგენა არ სჭირდება მას:

ტრიკოსთან საუბარი მქონდა ახალი ალიანსის შექმნაზე და თავად ტრიკოს გეგმებზეც.

მოკლედ, ჩვენ პოტენციურ ალიანსის წევრებად განვიხილავთ თურქეთს,ჩილეს,იტალიას,ხორვატიას და საქართველოს, ტრიკომ ამაზე მიპასუხა,რომ ალბანეთისა და ბულგარეთის განხილვაც შეიძლება და პირიქით ,აუცილებელიც არისო.

მაგრამ ბევრს ეშინია ამ ალიანსის შექმნის ასტერიის გამო. თუმცა ჩვენ ისედაც არ ვეპუებით ასტერიას და ალიანსით უფრო ეფექტურად გამოვა ბრძოლა ,ვიდრე ასე.და რისი ეშინიათ - ვერ ვხვდები. როგორც ჩანს ,ზოგი ორმაგ თამაშს თამაშობს.

ტრიკოს გეგმებს რაც შეეხება, ნუ ამ მოთამაშეს ყველაფერი გაკეთებული აქვს და ერთადერთი რაც დარჩა სერბეთის დამხობა არის და ძალიანაც ცდილობს ამას, თუ ეს მოახერხა კიდევ საერთოდ წავა ,ჩემი აზრით ,თამაშიდან .


ახლა გადავიდეთ გამოკითხვაზე ,კერძოდ თქვენ იდეებზე.

მოკლედ ,რა კითხვები იყო, დიქტატორზე, ყველაზე მნიშვნელოვან სამინისტროზე, შემდეგ პრეზიდენტზე,და რა პროექტი არის საჭირო.


მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო: დიქტატორი არის ქვეყნის მმართველობის სუვერენიტეტის გარანტი და ვისაც ეს ჯერ კიდევ არ გაუანალიზებია, ცოტა დაფიქრდეს, მართალია ამ დიქტატორის ჩამოგდება და მერე ახლის დაყენებაც შეიძლება,თუმცა ეს უფრო დიდ წვალებად დაუჯდება ამის მსურველს (გარეშე მტერს) და ამით აფერხებ მსგავს ჩანაფიქრს.

პრეზიდენტი არ ვიცი ვინ გახდება, მთავარია ნორმალურად იმუშავოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტრო ჩემი აზრით არ არსებობს, ეს კითხვა უფრო პროვოკაციულია , ყველამ ბოლომდე უნდა იმუშავოს და თავისი საქმე აკეთოს, 1 მა მაინც თუ არ იმუშავა ყველაფერი წყალში ჩაიყრება ,თუმცა გამოვყოფდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ,რომლის გარეშეც საქართველოს ახლა ყველაზე მეტად გაუჭირდება .

პროექტს რაც შეეხება კი, ვფიქრობ საჭიროა ახალი ეკონომიკური გუნდის მიერ რამე სხვა კურსის შემუშავება,თუკი ასეთის მოფიქრება შესაძლებელია, ასევე კრედიტების გაცემა .


გამოითქვა სურვილი ჩატარებულიყო კიდევ ერთი სტატიების კონკურსი, და იმედია Bingo o (AKA ნუგო და განათლების მინისტრი) მიხედავს ამ საქმეს

ასევე გაჟღერდა ,რომ საჭიროა ბეიბი ბუმი, რასაც ვეთანხმები ,აქტივობამ საგრძნობლად იკლო დიქტატორის მექანიზმის ამოქმედების გამო, რასაც მთავარ მინუსად მივიჩნევ ,თუმცა მალე ,იმედია, ჩვეულ რიტმში ჩადგება პარტიების მუშაობა , რადგან ,როგორც ხედავთ, პრეზიდენტი მართავს ყვეალფერს და არა დიქტატორი.

როგორც ჩანს ,ზოგიერთს უნდა,რომ საკვებითა და იარაღით მომარაგდნენ ყოველ კვირას, ამას ჩემს თავზე ვიღებ და ყოველი Weekly Challenge ის დაწყებისას(ანუ სამშაბათს) მოგამარაგებთ საკვებითა და იარაღით. (ჰო სომხეთის გადათელვაც უნდა ,ამ ადამიანს,თუმცა რავი, ეს უფრო ,ალბათ, პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ)

„diqtatori ar unda iyos. ert adamianze ar unda wyedebodes mteli samshoblos bedi

თქვენი აზრით ,ვინ გახდება პრეზიდენტი შემდეგი ?
me :d “ - ამას მე ყოვლად ალოგიკურად აღვიქვამ ,დანარჩენი თქვენთვის მომინდია.


თვეში 1 დღით ხელფასის ნაწილის გადარიცხვა ბიუჯეტშ.
კიდე ახალბედებისტვის{და ძველბედებისტვისაც{ ვისაც სურვილი ექნება } და კიდო კრედიტებსი გაცემას ტუდააბრუნებთ კაი იქნება
- კრედიტები მეც მომწონს, და მეორეც მომწონს,თუმცა 1% ით მაღალი გადასახადი უფრო კარგ იდეად მიმაჩნია ,თუ ამის განხორციელება გინდათ.

EVENTEBI UNDA GEKETDES XSHIRAD,RATA XALXS STIMULI MIECET. - ვინმე თუ მომაწოდებთ იდეებს , დიდი სიამოვნებით ვიკისრებ ,,ხო ასევე გავაახლებ Georgian Woolf -ის დაწყებულ ახალბედების კონკურსს .

saxelmwipom unda sheqmnas tanadapinansebis pondi rata uzrunvelkos xalxis daxmareba dzlieri acc-ebis kidvisas - აი ეს ,ჩემი აზრით ,თითქმის შეუძლებელია, შეგიძლიათ მოთამაშეებმა მოილაპარაკოთ და მსგავსი ფონდი მართლაც შექმნათ .

ეპროსტიტუცია გახდეს ლეგიტიმური - ისეთი პრეზიდენტია , გამორიცხული არ არის.(ლეგიტიმურის ნაცვლად ,ალბათ, ლეგალური აჯობებდა)

ფული მომეცით 20 ათასი
- აბა თუ მიხვდებით,ეს ვინ არის :დდ

გადადგეს მარგველაშვილი!
დათმოს ტახტი დიქტატორმა ტომასმა! -ვუუუუუუუუუუუუ ,იეეეი.


pirvel rigshi minda aq motamashe sazogadoebam ertoba iswavlon da ara uazro kinklaoba da meore minda ise ganvvitardet ro erti didgori kidev movawyot 🙂 - ეს ბატონი პატრიოტისგან ,შეგონებად. აბა ჩვენ ვიცით.


ახლა მეორე გამოკითხვა,რომელზეც ზოგად ინფორმაციას მოგაწვდით,რადგან ძალიან ცოტა კითხვარი იყო შევსებული (კერძოდ 45)

ბევრს ვერაფერს ვიტყვი,იმის გარდა, რომ მართლა დაიკლო აქტიურობამ,მთავრობის მუშაობა ნახევარზე მეტს მოსწონს(ცოტათი მეტს და ვურჩევდი მათ ცოტა უფრო მეტი რამ გააკეთონ ) 52/48

მთავრობის კომუნიკაციით 70% არის კმაყოფილი.

არჩევნებზე 66% მა მისცა ხმა.

სახელმწიფო სამხედრო დანაყოფში 75% არის გაწევრიანებული.

პარტიებში მოთამაშეების 85% არის.

პირველი დივიზია 60% - მეორე დივიზია 15% - მესამე დივიზია 10% - მეოთხე დივიზია 15%

ჩვენი მოთამაშეები საგრძნობლად ღარიბნი და სუსტები არიან :/

ქარხნები კი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გვაქვს.

თუმცა Training Groundების მხრივ საქმე ნორმალურად არის, მაგრამ კრედიტები საჭიროა.



სულ ეს იყო . Vote არ დაიზაროთ.


საკვებისა და იარაღის დარიგება - სახელმწიფო პროგრამა