"იციდე მეტი ევროპის შესახებ"

Day 2,909, 08:08 Published in Georgia Serbia by MORAL1994

ევროპის როლი,ყოველთვის გამოკვეთილი იყო მსოფლიო ისტორიაში:
1)განვითარებული საზოგადოება.
2)დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები.
3)მაგალითი,მსოფლიო საზოგადოებისთვის.
ველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით,ევროპის ქვეყნებთან მოკავშირეობა,სასურველია,დანარჩენი მსოფლიოსთვის.

ევროპის როლი,მსოფლიოს განვითარებაში დღითიდღე იზრდება.იმ ქვეყნების უმრავლესობა,რომლებიც მდებარეობენ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა კონტინენტზე,მჭიდრო კავშირში არიან ევროპასთან ეკონომიკურედ და კულტორლად.

ევროპა-განსაკუთრებული კულტურით,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებთა დაცვის,გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტით,მაგალითია მთელი საღად მოაზროვნე მსოფლიოსთვის.

ევროპა — მსოფლიოს ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე არსებობს რამდენიმე ვარიანტი.

ევროპის ფართობი 10 180 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 740 000 000 ადამიანი. ევროპა ფართობის მხრივ მეორე ყველაზე პატარა კონტინენტია (ის მხოლოდ ავსტრალიას აღემატება), თუმცა მოსახლეობის რაოდენობით ის აჭარბებს როგორც ავსტრალიას, ისე სამხრეთ ამერიკას, მოსახლეობის სიმჭიდროვით კი მხოლოდ აზიას ჩამორჩება.

ძველი ევროპა
ისტორიკოსების ცნობით ანტიკურ საბერძნეთში ევროპად ითვლებოდა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღეს ბალკანეთის სახელითაა ცნობილი. ამჟამად ევროპა ბევრად უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ზუსტი საზღვრების დადგენა არც ისე ადვილია. პოლიტიკური ევროპა მოიცავს 10 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწის ფართობს და გადადის გეოგრაფიული აზიის ტერიტორიულ საზღვრებში. კონტინენტის კლიმატი მერყეობს სუბტროპიკულიდან (სამხრეთ რეგიონები) პოლარულამდე (ჩრდილოეთ რეგიონები). ევროპა 200-ზე მეტი ცოცხალი ენისა და კიდევ უფრო მეტ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების სამშობლოა. ის მოიცავს დაახლოებით 50 სახელმწიფოს, რომელთა მთლიანი მოსახლეობა თითქმის 800 მილიონს შეადგენს. ევროპის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს. ეს კონტინენტი ასოცირებულია როგორც დემოკრატიის დაბადებასთან, ასევე ფაშიზმისა და ტოტალიტარიზმის ყველაზე უარეს გამოვლინებებთან, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს. ევროპას ახსოვს ებრაელთა განადგურება, კოლონიალიზმი და მონობა, დღეს კი ევროპაში ისეთი რაოდენობის ბირთვული იარაღია თავმოყრილი, რომელიც საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის გასანადგურებლად. მიუხედავად ამისა, ევროპაში ყოველწლიურად იმართება ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი და დაარსდა ადამიანის უფლებათა მუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში.