არმია/კადეტები(წესდება)/ზოგადი

Day 2,731, 06:18 Published in Georgia Georgia by J.Volandi


გამარჯობა, დღეს მინდა შევეხო რამდენიმე თემას:

*ძირითადი სამხედრო დანაყოფის/კადეტების წესდება
*ბეიბი ბუმი
[*საგარეო კონფლიქტები
საშინაო კონფლიქტები]
*სამინისტროების ამბები



დავიწყოთ იმით, რომ ყველას მოგიწოდებთ (ვინც პირადი ინტერესის და გამო არ ხართ სხვა, რომელიმე დანაყოფში) გაწევრიანდეთ Georgian Forces -ში ,რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს კონტროლირებადი დანაყოფი და არავითარ შემთხვევაში რომელიმე პარტიის ,ან მოთამაშის,ან კიდევ დღევანდელი მთავრობის.

მეორე ,ვისი რანკიც Commander-ზე ნაკლებია, გთხოვთ გაწევრიანდეთ Cadets Military Academy-ში ,იქ დაგეხმარებიან უფრო მეტად და უფრო ადვილი იქნება ახალბედების მიმართვა და სწავლება .

განვაგრძოთ იმით,რომ რადგან არ იყოს კადეტების დანაყოფი პოლიტიზირებული(ზოგს ჰგონია,რომ იქნება , მაგრამ რატომ ხზ) და რამე კიდევ ხრენობა არ მოხდეს, ყველა პარტიამ შეიყვანეთ კადეტებში ერთი ადამიანი ,რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი, არ შეიყვანთ თუ შეიყვანთ ,სიმართლე გითხრათ ,ჩემთვის სულ ერთია, ეს ისევ თქვენივე ინტერესებში შედის, თუ მენდობით - ძალიან კარგი , მე ვიცი ,რომ იქ პოლიტიზირება არ იქნება და თქვენი-თქვენ იცით.

აქვე მინდა დავწერო წესდებები,რომლებიც დაიწერება ცალკე სტატიების სახით და ლინკი დაიდება ორივე დანაყოფის აღწერაში .
ასევე თუ ვინმეს რაიმე შენიშვნა გაქვთ წესდებასთან დაკავშირებით და რაიმეს შეცვლა/დამატება გსურთ, გთხოვთ,ან აქვე დაწერეთ ,ან მე მომწერეთ.ეს არ არის საბოლოო სახე. ცვლილებები დასაშვებია 😁.


ძირითადი სამხედრო დანაყოფის წესდება:

(აკრძალვა)
1.1. ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია ფლუდი და ბილწსიტყვაობა.
1.2. ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია პარტიული აგიტაცია.
1.3. ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია არჩევნების დღეს ნებისმიერი სახით პარტიის ხსენება ან პოლიტიკური განცხადების გაკეთება, საარჩევნო პროგრამის ან პარტიასთან დაკავშირებული სტატიის დაპოსტვაც კის (იგულისხმება
ყოველი თვის 5;15;24 რიცხვები).
1.4.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია რაიმე კუთხით მოთამაშის დისკრიმინაცია.
1.5.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია სტატიის სპამი .
1.6.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია უფლებამოსილი პირების მიერ მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენება/გადაჭარბება .
1.7.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია წითელი ფერის გამოყენება ტექსტის დასაწერად, წითელი ფერის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ქომანდერებს,ისიც იმ შემთხვევაში,როდესაც რაიმე საჩქარო ან განსაკუთრებული ხდება .
1.8.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია უფლებამოსილი პირის მიერ მოთამაშეზე ბანის დადება შესაბამისი სქრინის გარეშე, რათა არ გართულდეს შემდგომი პროცესები .


ყველა ჩამოთვლილი მოქმედების შესრულება/არ შეუსრულებლობა(მუხლის მიხედვით) იქნება დასჯილი . (იხილეთ (სასჯელი)6.1.-6.3.))

(დაშვება)
2.1.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში დაშვებულია სტატიის რეკლამირება 5 წუთში ერთხელ, სტატიას შეიძლება გააჩნდეს თანდართული კომენტარი შინაარსის შესახებ .
2.2.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში დაშვებულია პოლიტიკური შინაარსის სტატიის 2.რეკლამირება 10 წუთში ერთხელ, სტატიას არ შეიძლება გააჩნდეს თანდართული კომენტარი პოლიტიკური შინაარსის შესახებ .
2.3.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში დაშვებულია უფლებამოსილი პირის მიერ თავისი შეხედულებისამებრ მოქმედება (თუკი იქნება სქრინი და,შესაბამისად,მოხდება მოქმედების გამართლება).
2.4.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში დაშვებულია ნებისმიერი თემის განხილვა,თუნდაც პოლიტიკურის ,თუკი ის შეესაბამება წესრიგს და არ არღვევს რომელიმე აკრძალვას 1.1 დან 1.8 ჩათვლით.


(ტერმინები)

3.1.ფლუდი - მოთამაშის მიერ უაზროდ ბევრი წერა,რაც გამოიწვევს ჩატის გადატვირთვას .
3.2.პარტიული აგიტაცია -
3.2.1.მოთამაშეების გადმობირების მცდელობა.
3.2.2.პოლიტიკური შინაარსის სტატიის დაპოსტვა, თუკი მას ტექსტის სახით მოჰყვება კომენტარი,რომელიც მიანიშნებს პოლიტიკურ შინაარსზე .
3.2.3.პოლიტიკური პარტიის პროგრამის/წესდების ,პოლიტიკურ პარტიაზე ინფორმაციის დაწერა .

3.3.სპამი - ერთი და იმავე მოქმედების მრავალგზის გამეორება(სტატიის სპამში იგულისხმება დროის ლიმიტის არ დაცვა) .
3.4.უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადაჭარბება - უფლებამოსილი პირის მიერ გამიზნულად,საჭიროების გარეშე ბანის დადება/სამხედრო დანაყოფიდან გარიცხვა.
3.5.სქრინი - მოქმედების განხორციელებამდე სქრინის გადაღება , რაც დაადასტურებს მოქმედების მიზანშეწონილობას .
3.6.ძირითადი სამხედრო დანაყოფი-სამხედრო დანაყოფი(Georgian Forces),რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ , აღიქმება ,როგორც ეროვნულ სამხედრო დანაყოფად.გაწევრიანების ვალდებულება არ აქვს არავის .-
3.7.კადეტების სამხედრო აკადემია-სამხედრო დანაყოფი(Cadets Military Academy),რომელიც არის თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი კონტროლის ქვეშ.გაწევრიანების ვალდებულება არ აქვს არავის ,თუმცა მიზანშეწონილია თუ Commander სამხედრო რანკის ქვემოთ მყოფ ყველა მოთამაშე გაწევრიანდება ამ დანაყოფში და ამ(Commander) რანკის მიღწევის შემდგომ დატოვებს მას.


(მოთხოვნა)
4.1.პრეტენზიების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ პრეზიდენტს ან/და თავდაცვის მინისტრს.

(უფლებამოსილი პირები)
5.1.უფლებამოსილ პირებად ითვლებიან ქომანდერები ,Commander/2nd Commander,რომლებიც ,შეიცვლებიან დროთა განმავლობაში , მათი ვინაობის ნახვა ადვილად შეიძლება დანაყოფის გვერდზე.

(სასჯელი)
6.1.მოთამაშის შემთხვევაში ჩატის ფუნქციის გათიშვა/ჩატში დაბანვა .
6.2უფლებამოსილი პირის შემთხვევაში იქნება მსჯელობა გადაყენდება თუ არა იგი თანამდებობიდან , ან შეეფარდება რაიმე სხვა სასჯელი.
6.3.ჩატის ფუნქციის გათიშვის/ჩატში დაბანვის დროებით შეიძლება მანიპულირება ხარისხის მიხედვით. (იხილეთ (მოთხოვნა) 4.1.))


(კადეტების დანაყოფი)
8.1.კადეტების დანაყოფში მოქმედებს ზუსტად იგივე წესები.
8.2.ტერმინი „ძირითადი სამხედრო დანაყოფი“ შეიცვალოს ტერმინით-„კადეტების სამხედრო აკადემია.“


(კადეტების სამხედრო აკადემიის დამთავრება )
9.1.კადეტი ამთავრებს სამხედრო აკადემიას ,როდესაც მისი სამხედრო რანკი მიაღწევს Commander-ს.
9.2.კადეტების აკადემიის დამთავრების შემდგომ მოთამაშეებს გადაეცემათ საკვები და იარაღი. რაოდენობა-უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების მიხედვით.

(კადეტებზე კურირება)
10.1.კადეტთა დანაყოფს კურირებს თავდაცვისა და განათლების სამინისტროები,ასევე ნებისმიერი მოთამაშე ,რომელიც გადაწყვეტს სამხედრო აკადემიაში შესვლას დასახმარებლად მიღებული უნდა იქნას ,თუმცა სამხედრო აკადემიაში კადეტთა გარდა დასაშვებია მხოლოდ 15 მოთამაშის ყოფნა .

კიდევ მაქვს 1 თხოვნა,როდესაც იქნება ბეიბი ბუმი ,გთხოვთ ყველა სამხედრო დანაყოფის ქომანდერს , დაკეტოთ მუ ბეიბი ბუმის მიმდინარეობისას ,რათა კადეტები არ დაიფანტნონ(ახალი ამბავი არ არის,რომ მისასალმებელ წერილს არც თუ ბევრი კითხულობს).


ასევე, გარკვეულ ფაქტორებზე დამოკიდებულია გვექნება თუ არა ომი(ავირიდებთ თუ არა ეს სხვა საკითხია) თუმცა ეს ომი არ იქნება ,თუ მე არ მეცოდინება,რომ ყველა მოთამაშე დაუდგება ერთმანეთს გვერდში და რაღაცების გამო უარს არ იტყვის ბრძოლაზე.ჩემთვის სულ ერთია რის გამო არ იბრძოლებს ესა თუ ის მოთამაშე, თუ 70-80% მაინც არ გვეყოლება ომი უაზრობა იქნება . დიდი მადლობა. ველოდები პასუხებს .


ალიანსზე მგონი გამამ ისაუბრა. სტატიის ლინკი
ასევე, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციები კრედიტებისთვის,როგორც იცით, ოქრო გაძვირდა და არც ბიუჯეტში გვაქვს შესაბამისი თანხა ბევრი კრედიტის გასაცემად,ამიტომ გაიცემა მხოლოდ 2 კრედიტი. სტატიის ლინკი
თავდაცვის სამინისტრო ატარებს კონკურსს ,გთხოვთ იქაც იაქტიუროთ. სტატიის ლინკი (ჰო,რომას ვთხოვ ცოტა უფრო შესაფერესი ლოგო ჰქონდეს სამხედრო დანაყოფს)
განათლების სამინისტროსაც აქვს რაღაც სიახლეები(კონკურსი) და გადახედეთ ,იქნებ რამემ დაგაინტერესოთ. სტატიის ლინკი


დიდი მადლობა . Vote.