მთავრობა

Day 2,726, 11:40 Published in Georgia Georgia by J.Volandi

როგორც იქნა მთავრობა დალაგდა.

ჩვენ უკვე ვმუშაობთ კადეტების აკადემიის შექმნაზე, რაც ძალიან გამოადგება ქვეყანას ,ვფიქრობ. (შეგიძლიათ ნებისმიერ გადახვიდეთ შექმნის დღესვე და ახლების შემოსვლისთანავე გაუწიოთ მათ დახმარება) (ასევე ,როდესაც ბეიბი ბუმი იქნება ,მინდა გთხოვოთ ,დავხუროთ ყველა ,საერთოდ ყველა მუ (არმიის ჩათვლის ) ,რათა არ მოხდეს ახალბედების აქეთ-იქით სიარული, თავი დავიზღვიოთ მაინც . არამგონია პრობლემა შეიქმნას ამ მხრივ.
ასევე კადეტებს ექნებათ თავიანთია ავატარი და 250 ძალის აღებისას დატოვებენ აკადემიას.
ლოგოს შექმნას ვთხოვ ზეროს , CharliArg-ს 😁 .

ასევე იგეგმება ან სავარჯიშო ,ან რეალური ომი, რაზეც ბეიბი ბუმის მოახლოებისას გაიგებთ, ჯერ-ჯერობით მეტის თქმა არ შემიძლია უსაფრთხოების და გამო.

ასევე, გამამ, ძველმა პრეზიდენტმა დააბრუნა ვალი 53კ ოდენობით.

როგორც ვიცი, გამოიყო თანხა 2 კრედიტის გასაცემად(ამ დროისთვის მეტი უბრალოდ არ ხერხდება) (ამაზე დეტალურად ისაუბრებს PrideStalker)

ვაპირებთ მპპ-ს დადებას ხორვატიასთან (ახლო მომავალში),რომელსაც ახლა უჭირს და ჩვენი დახმარება ნამდვილად გამოადგება (ამაზე კონგრესის აზრი მაინტერსებს და აქვე ,კომენტარებში შეგიძლიათ გამოხატოთ)
ასევე , როდესაც ბულგარეთის მპპ-ს ვადა გაუვა ,მისი განახლებაც იგეგმება.

იდეაში გვაქვს სამომავლოდ უკრაინასთან მსგავსი ტიპის შეთანხმება,თუმცა ამაზე ჯერ სერიოზულად არ ვფიქრობთ.

ასევე ბიუჯეტიდან 3კ და 10კ გადაეცემათ თავდაცვისა და განათლების სამინისტროებს ბეიბი ბუმის დროს სრულფასოვნად მოქმედებისთვის.

ასევე,ჩემი და ცოტათი ბიუჯეტის სახსრებით იგეგმება ექაუნთის ყიდვა და მისი მოთამაშეებს შორის გათამაშება . კიდევ , ამ სამშაბათს 1 ექაუნთი გადაეცემა რომელიმე მოთამაშეს,ამაზე დეტალურად ისაუბრებს რომა ,თავდაცვის მინისტრი , Le Saliery .

ასევე xBeowolfx მა გამოთქვა სურვილი ჩაატაროს გამოკითხვები მოთამაშეებს შორის და გთხოვთ არ დატოვოთ ის უპასუხოთ , ვისაც მოგიწევთ ამ გამოკითხვაში ჩართვა . იგი არ არის მთავრობის წევრი ,არც გვეხმარება რაიმეს წარმართვაში,უბრალოდ , თქვენს აზრს დააფიქსირებს და თავს მოუყრის ,მას ჩვენთან არანაირი შეხება არ ექნება .

ასევე ელჩები უკვე გვყავს ,საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ალიანსის მოძებნაზე/შექმნაზე. საქმე ცოტა რთულად არის ამ მხრივ,თუმცა ვცდილობთ შევაგულიანოთ ჩვენი მოკავშირეები გადადგან ეს ნაბიჯი, ახლა ალიანსი ნამდვილად გვჭირდება ,რადგან ასტერიამ გადაწყვიტა ,რომ ადრე თუ გვიან სერიოზულად შეუტიოს ჩვენს მოკავშირეებს .

გამა ნამდვილად აქტიურად მუშაობს ,რომ მოკავშირეები ჩვენ გვერდით იდგნენ ისევ ,როგორც აქამდე . ასევე მინდა აღვნიშნო,რომ ჩვენი თავდაცვის მინისტრი ,თურქეთში ეწევა საქმიანობას,რადგან მან კარგად იცის თურქული.

ეკონომიკური საქმიანობა ჯერ 1 ადგილას დგას, ჯერ-ჯერობით ამ საკითხს ვერაფერს ვუხერხებთ .

ბიუჯეტის ანგარიში ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისას სრულიად დაიდება ,ასევე შუა თვეშიც.

მადლობა . Vote.