ულტიმატუმი.

Day 2,663, 11:02 Published in Georgia Georgia by J.Volandi

საღამო მშვიდობისა ფისუნიებო 🙂

რევოლუცია გადაიდო.

გადაიდო არა იმიტომ რომ ცოტანი ვართ და დღევანდელი ხელისუფლების დაკუნთული მკლავების შეგვეშინდა, არც იმიტომ რომ გამამ თუ მანტექსამ დრო გაწელა და ჭკუაში მოგვიგო, არც იმიტომ, რომ ე.წ. ,,სავარჯიშო ომი" დაიწყო რუსეთთან და მანტექსამ კუთხეში მიგვაყენა და ა.შ.

რევოლუციის გადადების მიზეზი მარტივი იყო, ჩვენ უფრო გონიერები ვართ. ადამიანის ძალა მის ტვინშია და არა მის კუნთებში და ყოველთვის ის უფრო ძლიერია, ვინც სუსტს არ უპარტყუბენს, ვიდრე ის სუსტს ფაჩარგაუპარსავი ცოცრის ქვეშ რომ გაიფენს.

ზოგიერთებს ჰგონიათ რომ რევოლუციას ძალაუფლებისთვის ვიწყებდით, ჰგონიათ რომ არ შეგვიძლია არჩევნებით მოვიგოთ, რომ ძალის დემონსტრირებას ვახდენთ და სხვებთან ტრაკი არ გვაქვს, რომ ქვეყანა ამით ჭაობისკენ მიგვყავს. ბევრს ეს უმეცრებით მოდის, ტვინის გამორეცხვის მანქანა აქ კარგად მუშაობს, ზოგი კი მხოლოდ იმიტომ ფიქრობს ასე, რომ მისდა სავალალოდ დებილია, ან უფრო უარესი, ბღენძი და ყეყეჩი და რეალობის აღქმა დაკარგული აქვს.

ეს რევოლუცია, სულაც არ არის 2 ძლიერის მიერ 200 სუსტის ჩაგვრა. ახლახან დამთავრდა არჩევნები, რომელმაც ცხადად დაგვანახა, რომ ძალები რეალურად თანაბარია, ერთი ხმა დღეს მაქეთ იყო, ხვალ აქეთ იქნება. ანუ, ძალთა ბალანსი თანაბარია.

ეს რევოლუცია არც დიდების მანიით შეპყრობილი ხალხის ამბოხია, ამ რევოლუციის მომწყობთაგან 3 ყოფილი პრეზიდენტია და ჩვენ ყველაზე ძალიან კარგად ვიცით თუ რამდენად შრომატევადი, მოსაბეზრებელი და დაუფასებელი საქმეა სათავეში ყოფნა. და სულაც არ გვიხარია ის, რასაც ვაკეთებთ. ძალიან მაგარი იქნებოდა, რომ გვყავდეს მაგარი ხელისუფლება და ჩვენ არაფრის კეთების სურვილი გვიჩნდებოდეს, გადავიდებდით ფეხს ფეხზე და დავტკბებოდით თამაშით.

მაგრამ, ჩვენ დღეს ვხედავთ რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეკონომიკა ტრაკისკენ წავიდა, ჩვენ ვხედავთ რომ ბევრი რამ არ კეთდება, ან ცუდად კეთდება და ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის მომავალი საკმაოდაა საფრთხის ქვეშ.

და მიზანი, რის გამოც ჩვენ რევოლუციის მოწყობას ვაპირებთ არა ერთპიროვნული მმართველობა და ძიმაკრაწიის ფეხზე დაკიდებაა, არამედ ქვეყნის კეთილდღეობაა.

უმრავლესობა წყვეტს და პატივი ვცეთ ხო? 4 ხმა დააკლდა ამხანაგ მანტექსს ამ არჩევნებზე, ესენი ის ხმებია რაც ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რაც არ აღმოაჩინა სხვა საკითხია. ე.ი. ვიღაც, მანტექსას მხარდამჭერი ცდილობდა ფეხზე დაეკიდებინა ხალხის არჩევანი და ხმები გაეყალბებინა. განა ეს არაა ძიმაკრაწიის ფეხზე დაკიდება? იცით რომ ამდენი არჩევნების განმავლობაში ჩემი პარტიისთვის არასდროს დაუკლიათ ხმები (მხოლოდ ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ბაგი იყო და ყველას დააკლდა ხმები გაურკვეველი მიზეზის გამო) ? რატომ? იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ვცემთ პატივს თქვენს არჩევანს, მაგრამ თქვენ არასდროს მოგცემთ უფლებას საფრთხის ქვეშ დააყენოთ ის, რასაც ჩვენ თვეების მანძილზე ვაშენებდით.

გონიერებამდე მივედით.

დღეს ჩვენ გვქონდა საკმაო რესურსი, საკმაო ძალა იმისთვის რომ თქვენთვის უკაცრავად და ,,ნულზე მოგვეყომარებინა", რამდენიმეჯერ ძალიან გამექცა ხელი წითელი ღილაკისკენ, განსაკუთრებით მაშინ როცა ვიღაცის ორღობის მუტელივით ჭორიკანა პოსტებს ვკითხულობდი, მაგრამ თავი შევიკავე. იმიტომ რომ მივხვდი, ეს ხელისუფლება და მის სათავეში მყოფი სუპერ პუპერ მანტექს ორიათასყველა ვერ ხვდება და ვერასდროს მიხვდება მიზანს, რის გამოც ეს სიტუაცია შეიქმნა. ის ვერასდროს მიხვდება, რა არის ჩვენი მიზანი (ამაზე ზემოთ ვისაუბრე) და ის იმდენად თავხედია, ისიც კი შეუძლია უმეტესობა ,,ბუნტავშიკის" წვალებით და ,,ოფლით" ბიუჯეტი გაანიავოს და ამ ,,ბუნტავშიკებს" დაუპირისპიროს ძიმაკრაწიის მანტიას ამოფარებულმა.

სუპერ ბიჭუნა დღეს მზად იყო ქვეყანა უფსკრულის პირას მიეყვანა, ჩვენ გავჩერდით. 🙂

ეს გონიერებაა, და არა შიში, და არა ვიღაცის მიერ ჩვენი ,,გალოხება".

ეს მოხდა დღეს, ვიღაცას მაქეთ მხარეს შეუძლია ჩათვალოს რომ მან დღეს გაიმარჯვა 😁)) მაგრამ ის ვიღაცა ცდება, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება თემის სათაურს.

დღეს 6 მარტია, ომის დაწყებას და დასრულებას დაახლოებით 9 დღე სჭირდება.
მე ვიქნები კეთილი და სუპერ პუპერ ბიჭუნას და მის მთავრობას მივცემ სრულ 11 დღეს ამ ,,სავარჯიშო ომის" (რომელიც შესაძლოა ძალიან ცუდად მოგვიტრიალდეს უკან და მე ამის შესახებ ვაფრთხილებდი მთავრობას და ძალიან წინააღმდეგი ვარ ამ ომის) დასასრულებლად და შემდეგ თუ ჩვენი სუპერ გმირი არ შეასრულებს თავის პირობას და არ წავა პრეზიდენტის პოსტიდან, ან არ გამოასწორებს იმ ყლეობებს რაც დღეს ესაქართველოში ხდება, რევოლუცია იქნება და ამას ვერ დააკავებს ვერც თქვენი კოები და ვერც თქვენი ,,დროის გაყვანა". ეს 11 დღე ის ვადაა, რომელიც ჩვენ გაჩუქეთ თქვენ და არა რომელიც თქვენი მოხერხებულობის წყალობით მიიღეთ.

17 მარტის 23:00 საათამდე მეგობრებო.

პ.ს. მე რასაკვირველია არ წავიკითხავ მანტექსას პროსტინებს რომელსაც ის ამ სტატიის კომენტარებში დაწერს, შესაბამისად - არც ვუპასუხებ, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ სხვა კომენტარებს და თუ რომელიღაც წაკლა, მძღნერში ამოვლებული თითებით შემოვა და ისევ იწაკლებს, დედამისს მივუჩინჩლავ კლავიატურაზე.

პ.პ.ს. ზემოთ, არჩევნებზე საუბრისას, მინდოდა ჩანართიც ყოფილიყო სადმე, რომ ცალხელა ესპანელი და ის მეორე ვიგინდარა როდესაც ერთად დგანან, ეს სულაც არ არის 1+1 მაგრამ აქაც მშვენივრად მოთავსდა, ხოლო გამგები მოგეხსენებათ ყოველთვის გაიგებს.