ნაპრეზიდენტალის დღიური :)))))

Day 2,635, 07:39 Published in Georgia Georgia by J.Volandi

ჰელლო გაიზ.

დღეს საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია, გილოცავთ. წარმატებებს ვუსურვებ და ყოველთვის გვერდით დავუდგები თუ ჩემი დახმარება დასჭირდება.

პირველი ის მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტობრივად პირველი არჩევნებია რომელსაც მშვიდად შევხვდი. არ ყოფილა კბენა, ღრენა, თითის გაშვერა, ლაფის სროლა და ათასი ყლეობა რაც აქამდე ხდებოდა. რაც იმას ნისნავს რომ გავიზარდეთ, ბზარები ამოვავსეთ და ერთად ვიბრძვით საქართველოსთვის.

მეორე რიგში მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ ყოფილხართ უმადურები 😃 არა, მართლა გამიტყდა, ის კი არა რომ ვერ გავიმარჯვე (ეს ლოგიკურიც იყო), ის გამიტყდა რომ ასეთი დაბალი შედეგი მქონდა. ამ ორი კვირის განმავლობაში მე ძალიან ბევრი რამ გავაკეთე ქვეყნისთვის, რის შესახებაც ყოველთვის მოგეწოდებოდათ ინფორმაციები და მგონი არაფერი გამიფუჭებია/დამიშავებია. შესაბამისად ამ ყველაფრის დაუფასებლობა და არ დანახვა (რაც დაბალ შედეგში აისახა) ძალიან ტეხავს ჩემთვის პირადად.

ამ 2 კვირის განმავლობაში, წარმატებით ავირჩიეთ ის რესურსები, რომელიც გვინდოდა (ერთი რეგიონის გარდა, მაგრამ რკინა გვექნებოდა თუ ხე ერთი ფეხია ჩემი აზრით, მთავარია საჭმელი ზუსტად ისე მოვიპოვეთ, როგორც გვინდოდა), წარმატებით დავასრულეთ სავარჯიშო ომი თურქეთთან, ასევე მოლაპარაკებები არენდის შესახებ, დავეხმარეთ ლიტვას პოლონეთთან ბრძოლაში, შევცვალეთ საგადასახადო პოლიტიკა რესურსებიდან გამომდინარე და ა.შ. მოკლედ, ჩვენ ვშრომობდით, ვიბრძოდით და ვვითარდებოდით.

აუცილებლად უნდა ვთქვა ხორვატიაზე...

როდესაც პრეზიდენტი გავხდი მე მინდოდა მპპ-ს შეთავაზება ხორვატიისთვის და ამის შესახებ მივწერე ხორვატიის პრეზიდენტს, მან თქვა რომ უმჯობესი იყო დავლოდებოდით თურქეთ-საქართველოს სავარჯიშო ომს. ასეც მოვიქეცით. როდესაც ომი დასრულდა, ანუ სამი დღის წინ მე ისევ ვკითხე მპპ-ზე და მან თქვა რომ თანახმაა. როდესაც უკეთებ მპპ-ს შეთავაზებას ერთ ქვეყანას, მეორე ქვეყანასაც ვერ გაუკეთებ შეთავაზებას სანამ პირველი არ ამოიწურება, ამიტომ ბრიტანეთთან მპპ-ს შემდეგ მე გამოვიტანე მპპ-ს კანონი ხორვატიასთან. კანონი ხორვატებმა ჩააგდეს. ისინი ჯერ ელოდნენ ,,რაღაცას" მერე კი უცებ ძალიან ბევრი ,,არა" დაფიქსირდა. ე.ი. ეს ვიღაცის დირექტივა იყო. რატომ მოხდა ასე არ ვიცი, მათ პრეზიდენტსაც ვკითხე, მან თქვა, რომ უთხრა კონგრესს ,,კისთვის" დაეჭირათ მხარი, მაგრამ რატომ მოიქცა კონგრესი ასე, მან არ იცის. მე კიდევ მგონია, რომ იცის. ასევე ვხვდები სავარაუდო მიზეზებს თუ რატომ ჩავარდა კანონი, მაგრამ ამაზე აქ არ ვისაუბრებ, იმედია ყველაფერი დალაგდება + მოგვარდება.

მგონი სულ ესაა.

წარმატებები თქვენ და ახალ ხელისუფლებას.

პ.ს. რესურსები ახალი განაწილებულია, არ გირჩევთ ჯერ შეტევითი ომის დაგეგმვას, კაცმა არ იცის რომელ ბობოლა ქვეყანას ,,აუდგება" ჩვენს საჭმლის რესურსებზე, იმიტომ რომ უმეტესობამ იარაღის მატერიალები აირჩია.