წინასაარჩევნო განცხადება!!!

Day 2,631, 03:33 Published in Georgia Georgia by J.Volandi

,,სარკოფაგიდან დგება მუმია.რა სიჩუმეა.ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.
ორხიდეები ეცემა ნილოსს,რომ მხურვალება ქვიშაზე კვნესის,
უნდა რომ სული არ მიისილოს,უნდა სამარე ჰპოვოს რამზესის.
ის იყო მეფე. ახლაა მტვერი, რომ საუკუნეთ რიგი გარიყოს,
არ შეუძლია იყოს პირფერი,არ შეუძლია მტვერი არ იყოს.
და საუკუნეთ რიგს თვლის მუმია:მზიანი დღეა თუ სამუმია."

გალაკტიონ ტაბიძე


ძვირფასო თანამემამულენო, დებო, ძმებო, ნათესავებო, მოყვრებო, მეზობლებო, დედამიწელებო, ადამიანებო...

(იფ, რა გემრიელი სტარტი იყო :თვითქება🙂

გამარჯობა!

დღეს დილით მე იძულებული გავხდი მიმეღო ჩემთვის ესოდენ რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, კენჭი მეყარა საპრეზიდენტო არჩევნებში. ესაქართველოს მართვა, ეს არის ტვირთი რომელიც ერთნახევარჯერ უკვე ვზიდე და ვაპირებ კიდევ მინიმუმ ერთხელ ვზიდო. ეს არის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან შრომატევადი საქმე, მაგრამ ჩვენი კეთილდღეობისთვის მე ყველაზე სწორად მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის გვერდზე გადგომის დრო და საჭიროა აქტიურად მივიღო მონაწილეობა ესაქართველოს მშენებლობაში.

ვახ. რაღაც მაღალფარდოვნებამ წიხლი ჩამცხო შენ შიგ ხომ არ გაქვსო და ჯობია მოკლედ და კონკრეტულად ვთქვა.

მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მე მივიღებ მონაწილეობას და ვეცდები გავიმარჯვო.
თუ მე ამირჩევთ ვაპირებ რამდენიმე ცვლილება განვახორციელო მინისტრთა კაბინეტში, თუ რასაკვირველი ის კანდიდატები, ვისაც კონკრეტულ პოსტებს შევთავაზებ თანახმანი იქნებიან დაიკავონ შეთავაზებული პოსტი. მინიმუმ ორი მინისტრი თავის სკამს შეინარჩუნებს.

ჩემი მთავარი მოტივატორი, იქნება ისევ ქვეყნის და შესაბამისად ხალხის კეთილდღეობა.

მოკლედ, თუ ხმას მომცემთ არ ინანებთ ისევე, როგორც არ გინანიათ ჩემი პრეზიდენტობის თვენახევრის მანძილზე (ჯიმი შენ არ გგულისხმობ 😘 )

მე აქტიურად ვითანამშრომლებ ყველა პარტიასთან, განსაკუთრებით უჯპ-სთან, დამოუკიდებლად იმისა, გავიმარჯვებ არჩევნებში თუ არა და ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება არაა არანაირი დაპირისპირების შედეგი, უბრალოდ ასე მიმაჩნია სწორად.


არჩევნები იქნება საინტერესო, სპამებითა და გადმობირებებით აღსავსე. ალბათ. ყველა ჩემს მხარდამჭერს მოვუწოდებ ნუ შეიწუხებენ თავს და ნუ შეაწუხებენ სხვებს სპამების გზავნით, გადმობირებებით და ათასი სისულელით. ჯობია ყველამ გააკეთოს ის არჩევანი, როგორი არჩევანის გაკეთებაც მას უნდა და დაე იზეიმოს გასაოცარმა ძიმაკრაწიამ.

თუკი რომელიმე კანდიდატი ჩემს სასარგებლოდ, ან ჩემი შიშით ( :დ ) ჩაიქნევს ხელს და მოხსნის კანდიდატურას, პროტესტის ნიშნად მეც იგივეს ჩავიდენ! ამიტომ გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ სისულელეს და ვიბრძოლოთ ბოლომდე.

წარმატებას ვუსურვებ იმ ერთადერთს, სამში, რომელიც გაიმარჯვებს და რომელიც იმედია თვის ბოლოს სამში ერთამოგდებულ ქვეყანას არ დაგვიბრუნებს.

p.s. სანამ სტატიას ვწერდი ვნახე, რომ მეოთხე კანდიდატიც დამატებულა. თენგიზ, შენ ჩემი ხუმრობა ჩააგდე სამში ერთზე, არ გაპატიებ!